Jump to content

2019 წლის პირველი დიდი გამოღვიძება: BTC 5 ათასდოლარიანი ნიშნულით


Recommended Posts

3 აპრილი, ოთხშაბათი. Bitcoin-მა პირველად 2018 წლის ნოემბრის შემდეგ დააფიქსირა ნიშნული 5 ათას დოლარზე. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კრიპტოვალუტაზე ფასის კლება შეიმჩნევა, დანარენებს შეუძლიათ თავი მოიწონონ მზარდი ტენდენციით. 

image.png 

BTC-მა 24 საათს განმავლობაში 14%-ზ მეტით მოიმატა და და გადააჭარბა 5 ათასდოლარიან ნიშნულს. CoinMarketCap-ის სტატისტიკის თანახმად, ლიდერმა მონეტამ გარკვეულ მომენტში 5 043 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი დაუბრუნდა 4900 დოლარს. სტატიის წერის მომენტში BTC დაახლოებით 5007 დოლარად იყიდებოდა. 

Bitcoin-ის ბაზრის კაპიტალიზაცია 1 მლრდ დოლარზე მეტით გაიზარდა წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით. ფასის მატების პიკში BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 88 მლრდ დოლარი იყო, ამ დროისთვის კი (წერის მომენტში) დაახლოებით 87,4 მილიარდს შეადგენს. 

image.png 

Ethereum (ETH), ამ დროისათვის ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა, 3 აპრილის მაჩვენებლით 24 საათში 10%-ით გაიზარდა. წინა დღეს, სამშაბათს მისი ფასი დაახლოებით 150 დოლარი იყო, ოთხაბათს კი იგი 165 დოლარს ზემოთ იყიდებოდა. ETH-ის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 2 მლრდ დოლარით გაიზარდა და შეადგინა 17,6 მილიარდი. 

image.png 

რიგით მესამე კრიპტოვალუტა Ripple (XRP) აგრთვე ზრდას განიცდის მესამე დღეა ზედიზედ. მონეტის ფასი 5 საათში 5%-ით გაიზარდა. მისი ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 1 მილიარდით მეტია წინა დღესთან შედარებით - 14,7 მილიარდზე მეტი. 

image.png 

ყველა კრიპტოვალუტის საერთო ბაზრის კაპიტალიზაციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2 აპრილთან შედარებით. 3 აპრილს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 176,9 მლრდ აშშ დოლარი და იგი სტატიის წერის მომენტში ჩამოვიდა 173,8 მილიარდამდე. 

image.png 

რაც შეეხება სხვა Altcoin-ებს, ყველა მთავარი ვალუტა, Maker-ისა (MKR) და Tezos-ის (XTZ) გარდა, მწვანე ზონაში იმყოფება და მათზე შესამჩნევია მზარდი ტენდენცია ბოლო 24 საათის განმავლობაში. Bitcoin Cash (BCH) 280 დოლარს ზემოთ ავიდა - გაიზარდა დაახლოებით 50%-ით. კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშეა LTC, რომელიც ერთ დღეში 20%-ით გაიზარდა და ამჟამად 84 აშშ დოლარად იყიდება. 

ილონ მასკის განცხადების შემდეგ, რომ Dogecoin (DOGE) მის ფავორიტ კრიპტოვალუტას წარმოადგენს, ხსენებულმა მონეტამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და გაძვირდა 30%-ით. 

კრიპტო ბაზრის აღდგენა, რომელიც 1 აპრილს დაიწყო, ფართოდ განიხილება კრიპტო-ქომიუნითებსა და ფინანსების სამყაროში. კრიპტო-ინსაიდერების ომიუნითი აცხადებს, რომ ამ ნახტომს რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გააჩნია და ყველაფერი აიხსნება სპეკულაციებით. 

Binance-ის გენერალური დირექტორი Changpeng Zhao, ასევე ცნობილი როგორც CZ, აცხადებს, რომ მან არაფერი იცის მომხდარის რეალური მიზეზების შესახებ. ამავე დროს, Bloomberg-ის ავტორი Eric Lam ამბობს, რომ ცალსახა პასუხი არ აქვს. 

Eric Lam-მა ისაუბრა საპირველაპრილო ისტორიაზე, რომელშიც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიამ Bitcoin-ETF დაამტკიცა, როგორც პოტენციურად გავლენის მომხდენი კრიპტო-ბაზარზე. მის პოზიციას CNBC-ც იიარებს. 

მეორე მიზეზი, რომელსაც Bloomberg-ი ეყრდნობა - უკავშირდება Brexit-ს, რამდენადაც ზოგიერთი თვლის, რომ ინვესტორები ფუნტს ცვლიან BTC-ზე მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი ევროკავშირს ჩამოშორდა. რამოდენიმე ადრეული პროგნოზიც ამ თეორიას ემყარებოდა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

5200$ უახლოვდებოდა კურსი, მერე ისევ 4900$- მდე დაეცა, ეხლა ისევ აწევას ცდილობს 5500$-მდე, ეს პროგნოზი თუ ნაწილობრივ მაინც სწორია საკმაოთ საინტერესო მოვლენები გველის წინ: https://longforecast.com/bitcoin-price-predictions-2017-2018-2019-btc-to-usd მაინც მგონია რომ ამ ზაფხულს ვერ მიუახლოვდება 9000$ მაინც მაგრამ 7000$ შეიძლება კი გაცდეს, მაგრამ ეხლა შეიძლება კრუპნი ვეილსებიც გამოჩნდნენ და მაშინ უკვე არაფერია გამორიცხული 50 მილიარდით კიდე თუ გაიზარდა ბიტკოინის კაპიტალიზაცია

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.