Jump to content

PS4-ის მომავალი - PlayStation VR


Recommended Posts

როგორც ითვლება, PS4 უკანასკნელ წლებს ითვლის. ვრცელდება ხმები, რომ შემდეგი თაობის კონსოლი შესაძოა მომდევნო წელს გამოვიდეს და როგორც ჩანს, PS4-ის მომავალს PlayStation VR წარმოადგენს. 

მცირე ხნის წინ გაკეთებულ ანონს Sony State of Play-ზე მთელი პრეზენტაცია ძირითადად ფოკუსირებული იყო სამომავლო VR-თამაშებზე, მათ შორის იყო Iron Man VR, Blood & Truth, Five Nights at Freddy's VR: Help Wanted, აგრეთვე VR-რეჟიმის თამაშებზე, როგორებიცაა Concrete Genie და No Man's Sky. 

image.png 

PSVR ჩამონათვალიდან უმეტესობა კოსოლების ექსკლუზივია: ხსენებული თამაშებისთვის თქვენ Sony-ს კონსოლი დაგჭირდებათ. ეს ზუსტად იგივე სტრატეგიაა, რომელიც Sony-მ წარმატებით გამოიყენა PS4 საბაზისო სისტემისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ PS4-ის მფლობელების მხოლოდ მცირე ნაწილი ფლობს PSVR-ს, ეს ახალი თამაშები ხელს შეუწყობს მეი მყიდველის მოზიდვას. 

ახალი, ზემოთ ჩამოთვლილი თამაშებიდან ითვლება, რომ ყველაზე შთამბედავია Iron Man VR. დემონსტრაციისას მოთამაშეს სრული თავისუფლება და კონტროლი ეძლევა „რკინის კაცზე“, შეუძია იფრინოს და გადაადგილოს დიდი  მასის ნივთები სწორედ ისე, როგორც ფილმებსა და კომიქსებშია. მართვის უნიკალური სქემა ისეთ გამოცდილებასა და შეგრძნებებს ჰპირდება მოთამაშეს, როგორსაც ვერ მიიღებ კონტროლერებით. 

image.jpeg 

ისეთი თამაშები, (მაგალითად No Man's Sky და Concrete Genie) რომლებიც არ არინ ექსკლუზიურად VR-ისთვის განკუთვნილნი, აგრეთვე ახალ სტიმულს იძლევა მათთვის, ვინც ამ დრომდე არ დაინტერესებულა მათი თამაშით. 

ასეთი ნახტომი ვირტუალურ რეალობაში მნიშვნელოვანია, რადგანც Sony-ს არც ისე ბევრი  თამაში აქვს PS4-სთვის. მისთვის დაანონსებული თამაშებიდან არც ერთის გამოსვლის თარიღზე სიტყვაც არ თქმულა. 

Sony იმდინარე წელს E3 გამოფენაზე პრეზენტაციებს გამოტოვებს, ასე რომ გაურკვეველია, რეალურად როდის გახდება ცნობილი ახალი თამაშების შესახებ მეტი ინფორმაცია. თუმცა PSVR თამაშებისთვის, როგორც წესი, ნაკლები ძალისხმევა და დრო არის საჭირო მწარმოებლების მხრიდან. 

image.jpeg 

PS5-ის გამოშვების შემდეგ PS4 დარჩება, როგორც საწყისი დონის ვირტულური რეალობის ბიუჯეტური სისტემა. Sony-ს, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო დასჭირდება განახლებული PSVR-ის დასამზადებლად. 

ჰორიზონტზე გამოჩენილი ახალი თამაშების, აგრეთვე კარგი სარეზერვო კატალოგის გათვალისწინებით, რომელიც ნელ-ნელა ივსება, ერთი რამ ცხადია: PSVR იქნება PlayStation 4-ის „გედის სიმღერა“.  

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.