Jump to content

გამოქვეყნდა მონაცემები Intel Xe ვიდეო ბარათების სერიისა და ფლაგმანური Xe Power 2-ის შესახებ


Recommended Posts

მცირე ხნის წინ კორპორაცია Intel-მა ჩაატარა შიდა ღონისძიება Xe Unleashed, სადაც გუნდმა წარადგინა თავიანთი უკანასკნელი ხედვები Xe ვიდეო ბარათებზე. ინტერნეტ-წყარო ირწმუნება, რომ წარმოდგენილნი იყვნენ პოტენციური პარტნიორებიც, მაგალითად ASUS. ინტერნეტში გავრცელდა ამ დახურული ღონისძიების რამოდენიმე სლაიდი, თიზერი და გარკვეული ინფორმაცია ვიდეო ბარათებზე. პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ Intel Xe დასახელებაში მოცემული „e აღნიშნავს ვიდეო ბარათში გამოყენებული GPU-ების რაოდენობას. კერძოდ, ფლაგმანური ბარათი იქნება ამაჩქარებელი X2  - იგი წარმოდგენილი იქნება ორი GPU-თი და ბაზარზე გამოვა მომდევნო წლის 31 ივნისს. 

image.jpeg 

Intel Xe გადაწყვეტილებაში მოიაზრება ნოვაციები სამი მიმართულებით: ტექნოპროცესი, მიკროარქიტექტურა და „e”. ამ დრომდე კონცეფცია „e” არც ერთი მწარმოებლი მეირ არ ყოფილა იდეალურად რეალიზებული: ორმაგ გრაფიკულ ამაჩქარებლებს მუდამ ჰქონდათ პრობლემები. Intel-ის გრაფიკოსთა გუნდმა, როგორც ცნობილი ხდება, გადაჭრა ეს პრობლემა Xe-ს ახალი არქიტექტურისა და პროგრამული სიახლის - OneAPI-ის წყალობით. 

image.jpeg 

წარმოდგენილ სლაიდებზე დასტურდება მასშტაბირების ცნობა და ასევე ვხედავთ მითითებულ X4 ვიდეო ბარათების არსებობის მანიშნებელს, რომლებიც როგორც ჩანს მოგვიანებით (2021) გამოვა და გათვლილი იქნება ენთუზიასტებზე. პრეზენტაციის თანახმად, სისტემა რამოდენიმე GPU-ის მქონე ბარათს აღიქვამს როგორც ერთ ამაჩქარებელს და მწარმოებლებს აღარ მოუწევთ იზრუნონ ოპტიმიზაციის კოდზე რამოდენიმე GPU-ისთვის - ყველაფერზე OneAPI იზრუნებს. 

image.jpeg 

კომპანია აგრეთვე შეძლებს უარი თქვას ჩიპების ჩვეულებრივ ლითოგრაფიაზე, რომელიც ამჟამად 800 მმ2 დიაპაზონში იმყოფება. რატომ უნდა გამოუშვან ერთი 800-მილიმეტრიანი კრისტალი, როცა შესაძლებელია გამოიყენონ ორი 600-მილიმეტრიანი ან ოთხი 400-მილიმეტრიანი?! OneAPI-თა და Xe  მიკროარქიტექტურით აღჭურვილი Intel-ი გეგმავს 2024 წელს გამოუშვას ვიდეო ბარათები რვა GPU-ით. 

image.jpeg 

ინტერნეტში გავრცელებული იზერის თანახმად კორპუსის დიზაინი ნაშირბადის ბოჭკოებითაა შექმნილი და აქვს ლურჯი აქცენტები (ზოლები სიბნელეში გაანათებს). პირველი ეტალონური დიზაინი დამზადდება ASUS-სთან თანამშრომლობით. ინტერნეტ-წყარო იტყობინება, რომ ვიდეო ბარათს ექნება ორი რეჟიმი: სტანდარტული და ტურო რეჟიმი წყლის ბლოკან მიერთებისას, იგი უზრუნველყოფს 2,7 გიგაჰერცი ტაქტის სიხშირის განვითარებას. 

Intel-ს დაგეგმილი აქვს მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ფასების მხრივაც:  X2  ფლაგმანური ბართი 699 აშშ დოლარი ეღირება, იგი დაკომპლექტდება ახალი ტიპის მეხსიერებასთან - 4D Xpoint-ან და აპარატულად ექნება ფუნქცია Direct3D 14_2-ის მხარდაჭერა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.