Jump to content

დაიწყო Xiaomi Black Shark 2-ის ევროპაში ოფიციალური გაყიდვები


Recommended Posts

ჩინურმა ტექნო კომპანია Xiaomi- მცირე ხნის წინ წარადგინა მეორე თაობის გეიმინგ-სმარტფონი Black Shark. ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, სმარტფონი მუშაობს პროცესორ Snapdragon 855-ზე, აქვს 12 გიგაბაიტამდე ოპერატიული მეხსიერება, 128 ან 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება (მოდიფიკაციის შესაბამისად) და ოდნავ შეცვლილი და განახლებული დიზაინი ორ წინამორბედ სმარტფონთან შედარებით. ამჟამად უკვე ცნობილი გახდა, რომ კომპანია ოფიციალურად იწყებს Xiaomi Black Shark 2 სმარტფონის გაყიდვას ევროპის ბაზარზე. 

image.jpeg 

ევროპულ ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ხსენებული სმარტფონის ოთხი მოდიფიკაციიდან ორი ვარიანტი. ესენია 8/12 გბ ოპერატიული და 128/256/ გბ ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელები. ჩინეთში ამათ გარდა აგრეთვე ხელმისაწვდომია მოდიფიკაციები 6/128 გბ და 8/256 გბ მოცულობით. 

კონტინენტური ევროპის ტერიტორიაზე სმარტფონის ფასი (მეხსიერების მოცულობის გათვალისწინებით) შეადგენს 549 და 649 ევროს, შესაბამისად. დიდ ბრიტანეთში ეს მოდიფიკაციები გაიყიდება 479 ფუნტად (555 და 650  ევროდ). შედარებისთვის, ჩინეთის ტერიტორიაზე 8/128 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 465 ევროს (3499 იუანი) შეადგენს, 12/256 გიგაბაიტი ვერსიისა კი 555 ევროა (4199 იუანი). 

image.jpeg 

გეიმინგ-სმარტფონის სხვა მახასიათაბლებიდან აღსანიშნავია 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის ბატარეა, 27-ვატიანი სადენიანი დატენვის მხარდაჭერა, ორი ძირითადი კამერა 48 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით და 20 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ეკრანის დიაგონალი 6,39 დუიმს შეადგენს. გაფართოება შეესაბამება Full HD+ ფორმატს. დისპლეიზე ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.