Jump to content

Radeon RX 570 - ბიუჯეტური სეგმენტის „მკვლელი“


Recommended Posts

გეიმერების გასახარად ბიუჯეტური სეგმენტის ვიდეო ბარათებზე ფასები კლებას იწყებს. მთავარი ლიდერი GTX 1050TI შეტევას განიცდის „წითლების“ (AMD) მხრიდან. სულ მცირე ხნის წინ RX570 ბარათის ყიდვა საკმაოდ უგუნურობა იყო, რადგან ფასის იმავე დიაპაზონში ხელმისაწვდომი იყო „მწვანეების“ (Nvidia) ბესთსელერი  GTX1060. დროება იცვლება, ბაზარზე ახალი მოამაშეები გამოდიან, მაინინგის კრახი და თამაშებზე სისტემური მოთხოვნა ფასებზე გავლენას ახდენს. სხვადასხვა სავაჭრო ადგილებში მარტივადაა შესაძლებელი მიმზიდველი ფასების მქონე პროდუქციის აღმოჩენა. 

 
image.jpeg 

image.gifმოცემულ სტატიაში შევადარებთ ბარათების - GTX 1050TI, GTX1060 3GB, RX570 8GB წარმადობასა და ღირებულებას სხვადასხვა პლატფორმებზე. 

GTX 1050TI  

რეკომედებულია ბიუჯეტურ სეგმენტში. 1060-ზე ფასის ზრდამ განაპირობა გეიმერების მიერ მისი აქტიურად შეძენა. იგი მშვენივრად ერგება თამაშებს Full HD ფორმატში საშუალო-მაღალ პარამეტრებზე. 
RX 570 8GB 

ეს მოდელი დიდად არ არის გავრცელებული გეიმერებს შორის, რაც მაინინგის ბრალია.თუმცა თამაშებისას მისი გამოყენება ნამდვილი სიამოვნებაა. 
GTX 1060 3GB 

ეს ბარათი დღევანდელი მიმოხილვის ფლაგმანია. გაყიდვების საწყის ეტაპზე 3 გიგაბაიტიანი ვერსია საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო ფასის მხრივ. მისი კიდევ უფრო გაიაფების მსურველებს არ გაუმართლათ, ისევ და ისევ მაინერების გამო. ფასებმა აიწია, მაღაზიბში კი დეფიციტი შეიქმნა, ვიდეო ბარათის შეძენა გართულდა. 

მაინინგი, ბარათების ნაკლებობა - ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ვიდეო ბარათები ჯერ კიდევ სავსებით გამოსადეგია თამაშებისთვის. საჭიროა მხოლოდ განსაზღვრა - რომელი მათგანის შეძენა იქნება მომგებიანი. 
GTX 1050TI ბარათის შეძენა ამჟამად დაახლოებით 172,48 დოლარად არის შესაძლებელი. 

GTX 1060 3GB - 215,60 დოლარი. 
RX 570 8GB - 177,16 დოლარი, თუმცა ზოგიერთ ადგილას ნაკლებად არის შესაძლებელი შეძენა. 

რაც შეეხება წარმადობას, მოცემულია UserBenchmark-ზე შედარებული მონაცემები. 
 
 GTX 1050TI 

image.jpegGTX 1060 3GB 

image.jpeg 

RX 570 8GB 

image.jpeg 

მარტივი მათემატიკური გამოთვლებით ვიღებთ: 

საშუალო ფრეიმრეიტი GTX 1050TI - 98.4, GTX 1060 3GB - 176.5, RX 570GB - 167. 

იმის გათვალისწინებით, რომ GTX 1050TI-ისა და RX 570 8GB ბარათის ფასი ამჟამად თითქმის იდენტურია, FPS კი AMD-ს მეტი აქვს - აქ არჩევანი ნათელია. ღირს 38,51 დოლარის დამატება GTX 1060 3GB ბარათზე დამატებითი 10 FPS-ის მისაღებად? დიდი ალბათობით არა. 

ჯამში გამოდის, რომ ბიუჯეტურ სეგმენტში RX 570 8BG უპირობო ლიდერია. ამჟამად  
GTX 1050TI ბარათის შეძენა უგუნურებაა, თუკი NVIDIA მასზე ფასს არ დაწევს. მანამდე კი წითელ RX-ებს აქვთ გზა ხსნილი. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

სანამ ამდ არ გამოასწორებს დრაივერებს თამაშებისთვის, მე 38 დილარიც და 50 დილარუც მიღირს ზედმეტი გადავიხადო ჩემი სიამოვნებისთვის, 290 და 290x რომ მქონდა ეგ იყო მართლა გამართლებული სერია ფასი წარმადობით, ეხლა კიდე მარტო ფასი აქვს დაბალი ამადს, 570 8 გბ რატომ ვერ უნდა ჯობდეს 1060  3გბს, რა 1050 ti, სირცხვილია და ტეხავს მაგათი შედარება, რა გამართლება აქვს ამდს, რამდენიმე 1060, 1070 და 580 მქონია და რობოტივით კი არ ვწერ რასაც ვამბობ, აქ ერთი ორ თამაშს რომ თამაშობს ხალხი და იმით წყვეტს რა ჯობია, რაც გამოდიოდა და გამოდის ყველა თამაშში მოსინჯული მაქვს ეს კარტები. კალოჩე მაგარი მკიდია ვინ რამდენს გადაიხდის რეებს შეადარებენ, მე არ მევასება როცა ერთობი და ხელი გეშლება, ამდ იქნება თუ ნვიდია ეგეც მკიდია. რაამბავი ვწერე ჯორჯივით დდდ

Link to comment
Share on other sites

54 minutes ago, G1ORG1 said:

სანამ ამდ არ გამოასწორებს დრაივერებს თამაშებისთვის, მე 38 დილარიც და 50 დილარუც მიღირს ზედმეტი გადავიხადო ჩემი სიამოვნებისთვის, 290 და 290x რომ მქონდა ეგ იყო მართლა გამართლებული სერია ფასი წარმადობით, ეხლა კიდე მარტო ფასი აქვს დაბალი ამადს, 579 8 გბ რატომ ვერ უნდა ჯობდეს 1060 6 გბს, რა 1050 ti, სირცხვილია და ტეხავს მაგათი შედარება, რა გამართლება აქვს ამდს, რამდენიმე 1060, 1070 და 580 მქონია და რობოტივით კი არ ვწერ რასაც ვამბობ, აქ ერთი ორ თამაშს რომ თამაშობს ხალხი და იმით წყვეტს რა ჯობია, რაც გამოდიოდა და გამოდის ყველა თამაშში მოსინჯული მაქვს ეს კარტები. კალოჩე მაგარი მკიდია ვინ რამდენს გადაიხდის რეებს შეადარებენ, მე არ მევასება როცა ერთობი და ხელი გეშლება, ამდ იქნება თუ ნვიდია ეგეც მკიდია. რაამბავი ვწერე ჯორჯივით დდდ

იშვიათია რო ადამიანი ყველაფერს ზედიზედ თამაშობდეს, იგროკმა იცის რისთვისაც ყიდულობს კარტას და მაგის მიხედვით არჩევს , 90% თამაშებში 1060 სულ ცოტათი ჯობს , ასე 5-7 კადრით, სულ რამოდენიმე თამაშია სადაც მინიშვნელოვნად ჯობნის და თუ მაინც და მაინც ის რამოდენიმე იგრა არ გაინტერესებს სადაც ნვიდია იგებს მიდიხარ და ყიდულობ ამდ-ს და ზოგავ ფულს, მარტივი ლოგიკაა, ამწუთას 1060-ც მაქ 1070-ც მაქ 480-ც და 580-ც, მეც პირადი გამოცდილებიდან ვწერ ვიცი რა მათი შესაძლებლობები, წლების მანძილზე ამდ მქონდა და როგორც წესი მე რა თამაშებიც დამვასებია ან პირიქით უგებდ ნვიდიას ან დაახლოებით ერთ დონეზე იყვნენ ხოლმე, შენი პოზიციაც გასაგებია, მარა რეალურად მე  რაც დავწერე მაგ პრინციპით არჩევენ იგროკები კარტებს, Battlefiled,  Apex,  Pubg და კიდე ბევრ მეგაპოპულარულ იგრაში ერთნაირი პერფორმანსი აქვთ და მაქედან გამომდინარე ხდება არჩევანის გაკეთება 

სინგლებს რაც შეეხება აგერ კაი იგრა გამოვიდა Metro Exodus სიამოვნებიტ მივახურე და მანდაც ერთნაირი პერფორმანსი აქვს 580/1060

ლიჩნად მე მკიდია ტომბ რაიდერი ბეტმენი  სუპერმენი სპაიდერმენი და ეგეტი ცინგლიანობები :)  და შესაბამისად მანდ რომელი ჯობია არც  ვიცი და არც მაინტერესებს და ჩემნაირი ძაან ბევრია

აი ეხლა 580 შევაგდე სისტემაში და ვუბერავ battlefiled 5-ს, უნამუსო ვიყო უფრო საკაიფოდ მიდის იგრა ვიდრე 1070-ზე, გამოსახულებას ვგულისხმობ სინქორნიზაციის გარეშე, ბევრად უფრო პლავნია ვიდრე ნვიდიაზე

Link to comment
Share on other sites

კი მასეა, მე ბფ ონლაინ ცინგლიანობები მკიდია დდ თუმცა ბფში 580 მშვენიერი იყო, მე ონლაინს არ ვთამაშობ, შუთერებს, მაგარი უაზრობად მიამჩნია უშინაარსოდ სირბილი, თუმცა სინგალში რაც ვნახე არანაირი პრობლემა არ ქონია, ეგეც ათ წუთში წავშალე, სინგალი უარესი უაზრობაა. ზედიზედ არც მე ვთამაშობ ყველაფრრს, უბრალოდ ვტესტავ, თორე სად მაგვს, აღარ მაქვს მაგდენი დრო, 5 საათიან თამაშს ხან ორი სამი კვირა ვხურავ, და ეგ მცირე ხანიც არ მინდა თვალები მეთხრებოდეს დაბალი ფპსს გამო. მაგიტომ მირჩევნია მე 1060 580ს. 580წესით 1070ის კონკურენტი მაინც უნდა იყოს სულ მინიმუმ. არ განვიხილავ ერთი ორ თამაშს, ზოგადად ვიძახი. 

Link to comment
Share on other sites

14 minutes ago, G1ORG1 said:

კი მასეა, მე ბფ ონლაინ ცინგლიანობები მკიდია დდ თუმცა ბფში 580 მშვენიერი იყო, მე ონლაინს არ ვთამაშობ, შუთერებს, მაგარი უაზრობად მიამჩნია უშინაარსოდ სირბილი, თუმცა სინგალში რაც ვნახე არანაირი პრობლემა არ ქონია, ეგეც ათ წუთში წავშალე, სინგალი უარესი უაზრობაა. ზედიზედ არც მე ვთამაშობ ყველაფრრს, უბრალოდ ვტესტავ, თორე სად მაგვს, აღარ მაქვს მაგდენი დრო, 5 საათიან თამაშს ხან ორი სამი კვირა ვხურავ, და ეგ მცირე ხანიც არ მინდა თვალები მეთხრებოდეს დაბალი ფპსს გამო. მაგიტომ მირჩევნია მე 1060 580ს. 580წესით 1070ის კონკურენტი მაინც უნდა იყოს სულ მინიმუმ. არ განვიხილავ ერთი ორ თამაშს, ზოგადად ვიძახი. 

შენ კი არ მოგწონს, მარა წავიდა სინგლების დრო ფაქტია, დღეს ყველა ონლაინზეა შემჯდარი და მანდ კიდე პარიტეტი აქვთ ამდ-ს და ნვიდიას, ჩემი შვილი 10 წლისაა და ეგეც და ყველა მაგის მეგობარი კლასელი იქნება თუ მეზობელი მხოლოდ ბატლფილდს ფორტნაიტს პაბგს და აპექსს თამაშობენ, + fifa,  აბსოლუტურად ყველანი, მაგ იგრებში კიდე 480 თავზე გადასდის, იდეალური fps აქვს, რისთვის ვუყიდო 1060 უფრო ძვირად?

ამ ყველაფრის გათვალისწინებითაა ამდ-ს კარტები პოპულარული და კონკურენტუნარიანი

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, Magdalena said:

RX 570 8GB - 177,16 დოლარი, თუმცა ზოგიერთ ადგილას ნაკლებად არის შესაძლებელი შეძენა. 

მაგალითად ჩვენთან, ახალი 570-ები ეწყო ამასწინად მარკეტზე 200 ლარად, მეორადები კი ყრია წონით 160-180 ლარად :D 

Link to comment
Share on other sites

აბა ვნახოთ მაგ ყველაფრიდან გამომდინარე სტიმზე რას ფიქრობენ მაგის თაობაზე, მანდ ხომ მოდელების მიხედვითაც არის გაზომილი %, აი ასეთი სიტუაცია ყოფილა სტიმის სტატისტიკის მიხედვით:

თებერვალში პირველობა უჭირავს  NVIDIA GeForce GTX 1060 16%, მეორეზე  NVIDIA GeForce GTX 1050 Ti 9%+, 580 1% აქვს იმ 200 მილიონი უზერიდან რაც სტიმზეა და 570 მაგ ჩარტში საერთოდ არ წყალობენ, როცა GTX1070-1080Ti მშვენიერი 5-6% უჭირავს და ჩანს კიდეც რომ ბევრი ჯერ კიდევ უბერავს სინგლსაც, თუმცა შეიძლება 1080P 144fps თამაში ურჩევნიათ იგივე BF5-ის, მე პირადათ მსმენია რომ ჩინეთში მთელი ინტერნეტ კაფეები სადაც გეიმინგიც საკმაოთ პოპულარულია სულ 1050-1050Ti ყოფილა აჭრელებული, ალბათ მაგიტომაც არის ეგეთი დიდი ატრივი, დასავლეთში 100-150$ არაფერი არაა ვიდეოკარტისთვის, ჯერ კიდევ ბევრი იმეტებს 300$+ კაკ მინიმუმ ერთ კარტაში სათამაშოთ და 144გერციან მონიკებზე მართლა ჭირდება, 2080Ti კი თრეულობენ 2K 144 გერციანისთვის, ზოგი კი დაჟე 240 გერციანზე გადავიდა მაგ კარტით 1080P, არ ვიცი ოღონდ რა იგრებშია აქტუალური მაგხელა ფპს და რეალურათ რა სხვაობას იძლევა რახან მე 60ფპს მყოფნის და არ ვაპირებ აპგრეიდის გაკეთებას 1500-2000 ლარიან 2K 144 გერციან მონიტორზე, 1080Ti კი მაინინგის შემდეგ ჩავიგდებ ხელში, თუმცა მთლათ ცუდი არც GTX 1080 იქნება იდეაში რაზგონზე 50ფპს+ სათამაშოთ, იაფი სულაც არ ჯდება მონიტორ-ვიდეოკარტა მაგრამ ასე 1000$-მდე შეიძლება დაითრიოს კაცმა უკვე 27 ინჩიანი 2K 144 გერციანი გეიმერული მონიტორი და იგივე GTX1080Ti, ბევრისთვის ეგ მისაწვდომი თანხაა და არა არარეალურათ ძვირი, დასავლეთის ფორუმები აჭრელებულია ეგეთი იგრავოი სისტემებით, ყოველ მეორეს ნამდვილათ არა აქვს მაგრამ მეათეს შეიძლება უპოვო პოპულარულ ფორუმებზე ან ეგ ან gtx1080 144 გერციანი მონიკები კი საკმაოთ პოპულარულია ამ ეტაპზე, ეგაა ერთ-ერთი მიზეზი რომ ბევრი ჯერაც 1080p რომ უბერავს და 2k არ გადასულა იგივე სტიმზე, ანუ 100ფპს+ vs 60-70ფპს წინააღმდეგ საშვალოთ რაც 2k გექნება ეგეთ სბორკაზე ბევრ თამასში, მე რატომღაც მეორე ვარიანტი მირჩევნია პირველს, ნუ ფერების დამუშავებით, დეტალიზაციით და ფილმებისთვისაც 2k ჯობია უფრო სტანდარტულ 1080p ფსევდო 8 ბიტიან მატრიცებზე, ერთ-ერთი 2k გადაბარგების მიზეზი კაკრაზ ეგ ფაქტორი იქნება, თუმცა შემეძლო იგივე ფასათ კარგი 144 გერციანი 1080p ამეღო 27 ინჩიანი მოდელი, ნუ კაზუალურ იგრებს, რპჯ და სტრატეგიებს სინგლში ყელამდე ყოფნის მაინც 60-70ფპს, კარგი ფერები და დეტალიზაცია კი ურიგო არასდროს იქნება, სისტემა და მონიტორი (მათ შორის ზომა) იმის მიხედვით უნდა აიღო თუ რამდენი გაქვს ბიუჯეტი და რას ანიჭებ უფრო უპირატესობას, როგორც ხედავთ ეხლა ვიბორი საკმაოთ დიდია, მთავარია მანდ ფინანსებიც გიწყობდეს ხელს და კიდე უფრო მნიშველოვანი შეიძლება თავისუფალი დრო იყოს გეიმინგისთვის, ზოგს უბრალოთ არ ცალია ვისაც შეეძლო სერიოზული სბორკების ყიდვა, ან ქონდეს შეიძლება ნაყიდი და ვერ იცლიდეს ნორმალურათ გეიმინგისთვის, თუმცა ბევრი ნაკლებათ შეძლებული გეიმერი ნერწყვებს ყლაპავდეს ეგეთ სისტემაზე, ისე კი სტიმის სტატისტიკიდან გამომდინარე ძალიან კარგათ ჩანს რომ კარტების და პროცესორების,როგორც ახალი უფრო დიდი გარჩევადობის მინიტორების დათრევას არავინ ჩქარობს და საკმაოთ დიდხანს ხმარობენ ძველ სბორკებს, ბევრს კი დარწმუნებული ვარ უბრალოთ ფინანსები არ უწყობს ხელს რომ სწრაფ-სწრაფათ ცვალოს სისტემები, ეგ ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება ნელი ტემპებით ამდ ბაზრის წილის დაბრუნების სტიმზე როგორც ვიდეოკარტებში ასევე პროცესორებში, ანუ ვისაც ინტელებზე და ნვიდიას კარტებზე აქვს სისტემები აწყობილი ამდ სისტემაზე გადაბარგების ოჩერედში არ დგას სხვადასხვა მიზეზების გამო, რომ იდგეს მანდ უკვე გამოჩნდებოდა ეგ ყველაფერი აქამდე, არ ვიძახი რომ ბევრ გეიმერს არ უყენია ეგეთი სისტემები, მაინინგშიც ბევრ კარტას გაყიდიდა ამდ ამწუთას თუ არა თავის დროზე, მაგრამ ფაქტია რომ სტიმზე დიდი პოპულარობით ამდ პროდუქცია არ სარგებლობს მაინც გეიმერებში, ეგ ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით ეგეთი სიტუაციაა და მერე ვნახოთ, რახან ეგ სტატისტიკა საკმაოთ ხშირ-ხშირათ ახლდება ხოლმე ფაქტიურათ ყოველთვიურათ https://store.steampowered.com/hwsurvey/videocard/ სულ მალე მარტის სტატისტიკაც დაიდება, ნუ სტიმზე ჯერ არც 6-8 ბირთვიან პროციკებს არ წყალობენ დიდათ გეიმერები როგორც 2k-4k მონიტორებს, ეგ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და მაგიტომ, ყველას არ უღირს აპგრეიდის ამ ეტაპზე გაკეთება იგივე 4 ბირთვიანიდან 6-8 ბირთვიანზე ან 1080p მონიტორიდან 2k მონიტორზე მაინც, იგივე სიტუაცია იქნება 16გბ ვს 32გბ რამზეც, 38% ჯერ კიდევ 8გბ ზის, მანდ იქნება კაკრაზ დობრათ 2-4 ბირთვინი პროციკები (მულტითრიდინგის გარეშე) 32% კი 16გბ, 16გბ ზევით სულ რაღაც 3% ქონია ჯერ, ხო ცოტათი 6 ბირთვიანის სტატისტიკა გამოსწორებულა, ეხლა 58% ჯერ კიდევ 4 ბირთვიანზე ზის (მათ შორის 8 თრიდიან მოდელებზეც), 6 ბირთვიანების რაოდენობა კი 12% უახლოვდება, 8 ბირთვიანი პროციკა კი მანდ მარტო 2% გააჩნია, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც 1080P გაფართოვება რჩება 62%, რაც ძალზე ბევრია მასეთი ვებერთელა სტატისტიკისთვის , როცა იგივე 2K სულ რაღაც 4% ქონია, 4K კი 1.5%, ეგ ყველაფერი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს მათ შორის აპგრეიდის აუცილებლობაზეც და ფინანსებზეც, საერთო ტენდენცია და გეიმერების ბოლო წლების მიდრეკილება საკმაოთ კარგათ ჩანს მაგ სტატისტიკიდან გამომდინარე თუ რას აძლევენ უფრო უპირატესობას, მაგრამ ძალიან ბევრი რომ არ უბერავს ტოპოვი სისტემებზე ეგ ფაქტია, ძველი ან კაზუალური იგრებისთვის მართლა არ ჭირდება ეგეთი სიმძლავრის ძვირიანი პროცესორ-ვედეოკარტები და მაგიტომ, სხვას კი უბრალოთ ფინანსები არ ყოფნის მაგ ყველაფრისთვის და რისი თავიც აქვს იმას თრეულობს

არსებობს კიდე გაყიდვების სტატისტიკა უსერბენჩმარკზე რომ იდება სხვადასხვა მოდელებზე, მანდ ასეთი სიტუაცია ყოფილა ვიდეოკარტებში:

GTX 1060 ყოფილა მაინც პირველი 3-6გბ მოდელები 5% ბაზრის წილით, მეორეზე  GTX 1070 4.38%, მესამეზე  GTX 1050-Ti 3.76%, მეოთხეზე მოდის მარტო 580 3.28% რაც ცოტა სულაც არაა (მანდ ოღონდ ყველაფერი შედის მაინინგ,გეიმინგი და არა მარტო), მაგრამ საკმაოთ ძვირიან 1080 და 1080Ti მშვენიერი 3.08 და 2.64% უკავია, როცა ასობით მილიონ კარტაზეა საუბარი ეგ საკმაოთ დიდი რაოდენობა გამოდის უკვე და რა თქმა უნდა უზარმაზარი მაყუთი ენქება შესული ნვიდიას მაგ კარტების გაყიდვით https://gpu.userbenchmark.com სხვათაშორის მანდ 570 არაა ძალზე პოპულარული და ბევრი კარტა უსწრებს ბაზრის წილით მაინც, ანუ რა ღირს კარტა რა თქმა უნდა მყიდველზე მოქმედებს ეგ ყველაფერი, მაგრამ რა ბრენდის კარტაა და რა რეპუტაციაა აქვს გეიმერებში ეგ კიდე უფრო მნიშვლეოვანია შეძენის დროს და ეგეთი სტატისტიკაც იმიტომ არის მანდ + რა თქმა უნდა მაინინგიც არ უნდა დაგვავიწყდეს, სხვათაშორის ბევრს რომ ეგონა 2000 სერიაზე გაყიდვები ცუდათ მიდისო, მაგ სტატისტიკის მიხედვით საქმე არც ისე ცუდათ ქონია მაგ სერიასაც, იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში თუ როდის გამოვიდნენ ეგ კარტები იგივე 1000 სერიის კარტებთან შეფარდებაში ან ამდ 400-500 სერია-ვეგებს თუ შევადარებთ და რა თქმა უნდა მაღალ ფასსაც, მანდ ჩემი აზრით ის ფაქტიც მოქმედებს რომ ბევრი ჯერ კიდევ თრეულობს კარტებს სამაინინგოთ და მარტო გეიმინგისთვის არ იყენებს მაგ სერიას, კონკრეტულათ 1080Ti მაღალი გაყიდვების % ფასიდან გამომდინარე იმაზე მეტყველებს რომ საკმაოთ პოპულარული კარტა იყო მაინინგში + 2K გეიმინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი გამოდის ფასი-წარმადობით თუ მაქსიმალურათ მაღალ გრაფიკაზე თამაში გსურს 60-75ფპს ფარგლებში მაინც ბოლო თამაშებში, რაც არ უნდა იყოს 1000 სერიის კარტებით ნვიდიას მილიარდობით დოლარი აქვს ნაშოვნი და ამდ მაგდენი მარტო დაეისიზმრებოდა 400-500 სერიაზე, ვეგები კი მთლათ ცუდათ ეყიდება მგონი მაინინგშიც კი და თან სულ დეფიციტში იყო თავიდან ეგ კარტები და ფასიც ძალზე მაღალი ედო, მაგ ყველაფრიდან იმის გამოტანა შეიძლება რომ მაინინგშიც ჯაბნის საკმაოთ ნვიდია გაყიდვებით ამდ და გეიმინგშიც, მათ შორის სტიმზე, მაგ შემთხვევაში კი ფასი ყოველთვის უფრო დაბალი ედება კონკურენტზე, ვეგები რომ გამოვრიცხოთ და ახალი რადეონ 7, მანდ კაკრაზ მთლათ კარგი ფასი ვერ აქვს მაგ კარტებზე ნვიდიას თუ შევადარებთ ანალოგიური სიძლიერის მოდელებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.