Jump to content

არაოფიციალური ცნობები: AMD Navi 20 ვიდეო ბარათებს ექნებათ Ray-Tracing-ის მხარდაჭერა და უკან ჩამოიტოვებენ NVIDIA-ს ფლაგმანებს


Recommended Posts

7 ნანომეტრიანი GPU Navi-ს მქონე AMD-ის სამომავლო ვიდეო ბარათების  შესახებ გავრცელებული ცნობები არც ისე ბევრია. სხვადსხვა ინფორმაციის გაჟნვებისა და წყაროების წყალობით ამჟამად ცნობილია, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში კომპანია წარადგენს საშუალო ფასის სეგმენტის ვიდეო ბარათებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება Navi 10 გრაფიკულ პროცესორზე. ითვლება, რომ ხსენებული პროდუქტები განკუთვნილია მასობრივი მოხმარებისთვის და ისინი ჩაანაცვლებენ წინა თაობის პოპულარულ RX სერიას. 

image.jpeg 

მომავალი წლისთვის კი დაგეგმილია ფლაგმანური ვიდეო ბარათების გამოსვლა, რომელთა ბაზას წარმოადგენს GPU Navi 20. ეს ბარათები განკუთვნილი იქნება მაღალი წარმადობის მსურველი ენთუზიასტებისთვის. ინტერნეტ-რესურსების ინფორმაციით, AMD შეძლებს დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი გეიმერების მოთხოვნილებებიც კი. 

კომპანიის სპეციალისტები მუშაობენ Ray-Tracing-ის ტექნოლოგიის საკუთარ ვარიანტზე, რომელიც ბაზირებულია Microsoft DXR API-ზე. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ პოპულარული ძრავის - CryEngine-ის შემქმნელებმა მოახდინეს რეალურ დროში Ray-Tracing-ის დემონსტრირება ვიდეო ბარათ Radeon RX Vega 56-ზე. ამასთან, საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ წარმადობის დონით AMD-ის ფლაგმანები გაუტოლდება და შესაძლოა გადაასწროს კიდეც NVIDIA GeForce RTX 2080 Ti ბარათებს.  

პარალელურად, მოსალოდნელია, რომ Navi გრაფიკულ პროცესორებს აღარ ექნება GCN არქიტექტურის ნაკლოვანებები წინა თაობის მსგავსად და მიღებული იქნება მთელი რიგი ცვლილებები. 

შეგახსენებთ, რომ Navi 10-ის ბაზაზე შექმნილი გრაფიკული ბარათების დებიუტი შედგება 2019 წის აგვისტოში, ფლაგმანურ პროდუქტებს კი 2020 წლამდე არ უნდა ველოდოთ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.