Magdalena Posted March 28, 2019 Share Posted March 28, 2019 კომპანია Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონების სწრაფი დატენვის ახალი ტექნოლოგია. ახალი 100-ვატიანი დამტენით შესაძლებელია 4000 მილიამპერი/სთ მოცულობის მქონე ბატარეის დატენვა 17 წუთში. ინფორმაცია ვრცელდება Xiaomi-ს ხელმძღვანელის, ლინ ბინის გზავნილის საფუძველზე. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიტენოს იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე შეეძლო წინამორბედ რეკორდსმენ სისტემას - Oppo SuperVOOC. ეს უკანასკნელი 50 ვატიანია და შეუძლია Oppo-ს სმარტფონი 17 წუთში 65%-მდე დამუხტოს, Xiaomi-ს სმარტფონი კი - 100%-ამდე. ახალი დამტენის ტექნიკური მახასიათებლები, მისი სახელწოდება და ბაზარზე გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება. დიდი ალბათობით, ხსენებული დამტენი გამოვა სმარტფონ Mi Mix 4-თან ერთად - ეს არის ახალი ფლაგმანი, რომელზე მუშაობითაც უკვე დაკავებულნი არიან Xiaomi-ს ინჟინრები. https://hightech.fm/2019/03/26/xiaomi-new 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.