Jump to content

Google-მა და CERN-მა გამოუშვეს AR-აპლიკაცია: მისი მეშვეობით შესაძლებელია „დიდი აფეთქების“ ნახვა


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Google-მა ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია CERN-თან ერთად დააანონსა აპლიკაცია Big Bang AR, რომელიც მომხმარებლებს მოუთხრობს სამყაროს წარმოშობა-განვითარების შესახებ. მოქმედება ხდება დამატებით, შერეულ რეალობაში, ტექსტს კი კითხულობს ბრიტანელი მსახიობი ტილდა სუინტონი. 

image.jpeg 

Big Bang AR აპლიკაციაში შესაძლებელია ვიხილოთ დიდი აფეთქება, პირველი, უძველესი ვარსკვლავების, მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტის ფორმირება. სმარტფონის მოტრიალებისას მომხმარებელი მომხდარის სრულ სურათს დაინახავს. ზოგჯერ აპლიკაციაში საჭიროა ეკრანზე ელემენტებს შევეხოთ, რათა დეტალების შესახებ უფრო მეტი რამ შევიტყოთ. ზოგერთ შემთხვევაში შესაძებელია კამერის გამოყენებაც, მაგალითად, ვირტუალური დიდი აფეთქების სანახავად საკმარისია კადრი „მუშტში დაიჭიროთ“ და შემდეგ ნელა გახსნათ მტევანი. 13,8 მილიარდი წლის წინ მოგზაურობა დაყოფილია ხუთ ნაწილად და აღწერილია საკვანძო ეტაპები. აპლიკაციას აქვს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია - კოსმოსური სელფი ვარსკვლავების ფონზე:  

image.png 

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ში. ინტერფეისი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურენოვანია, თუმცა ახლო მომავალში აპლიკაციას ექნება სხვა ენების მხარდაჭერაც. Android-სმარტფონზე აპლიკაციის ჩამოტვირთვამდე საჭიროა დააინსტალიროთ ARCore, გასათვალისწინებელია ისიც, რომ Google-ის შერეული რეალობის პლატფორმის მხარდაჭერა ყველა სმარტფონს არ გააჩნია. Big Bang AR აპლიკაციის iOS-ვერსია მოქმედებს iPhone 6s-ზე, iPad Pro-ზე, iPad 2017-სა და მათ შემდგომ ახალ მოდელებზე. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.