Jump to content

Zotac MEK Mini: კომპაქტური გეიმინგ-კომპიუტერი GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათით


Recommended Posts

გასული წლის ზაფხულში კომპანია Zotac-მა წარადგინა კომპაქტური გეიმინგ-კომპიუტერი MEK Mini. ამჯერად კი მწარმოებელმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა გამოუშვას ეს პატარა, თუმცა მძლავრი კომპიუტერი, რომელმაც თავდაპირველ კონფიგურაციასთან შედარებით გარკვეული ცვლილებები განიცადა. 

image.jpeg 

MEK Mini- საფუძვლად უდევს ექვსბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-8700, რომელიც მუშაობს 3,3/4,6 გჰც სიხშირეზე. როგორც ჩანს, კომპაქტური კორპუსი არ იძლევა საშუალებას - გამოყენებულ იქნას გაგრილების დიდი და მძლავრი სისტემა, ამიტომაც გამოყენებულია პროცესორი დაბლოკილი multiplier-ით. 

image.jpeg 

გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GeForce RTX 2070  ბარათის თავად Zotac- მიერ წარმოებული კომპაქტური ვერსია. კომპანია არ ასახელებს GPU-ის სიხშირეს, თუმცა კომპაქტურ კორპუსში დიდ აჩქარებას არ უნდა ველოდოთ. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 2070 ბარათის ეტალონური სიხშირე შეადგენს 1410/1620 მეგაჰერცს 

კომპიუტერზე ხელმისაწვდომია ორი DisplayPort 1.4, ერთი HDMI 2.0b, DVI-D და VirtualLink (USB Type-C).  

image.jpeg 

DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გიგაბაიტია. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია 2,5-დუიმიანი მყარი დისკი, 2 ტერაბაიტიანი HDD და 240 გიგაბაიტიანი SSD. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ადაპტერი Killer E2500 და უსადენო Wi-Fi ადაპტერი Killer AC 1550. 

 

image.jpeg 

მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 260,8 × 136 × 258,8 მილიმეტრს. კომპიუტერი წარმოდგენილია RGB განათებით. კონექტორების პანელზე განთავსებულია USB 3.0 Type-A და Type-C პორტები, აგრეთვე 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და SD ბარათის სლოტი. 

Zotac MEK Mini გაყიდვაში მალე გამოვა, თუმცა მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.