Jump to content

Intel-მა წარადგინა დისკრეტული ვიდეო ბარათი და დააანონსა მობილური Coffee Lake Refresh


Recommended Posts

კომპანია Intel-მა GDC 2019 კონფერენციაზე ჩაატარა კერძო პრეზენტაცია, რომელზეც მნიშვნელოვანი ანონსები გაკეთდა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათის - Intel Graphics Xe - ფოტოების დემონსტრაცია. 

image.jpeg 

ახალი ვიდეო ბარათის დიზაინის შექმნისას კომპანიამ ნიმუშად აიღო SSD ბარათი Intel Optane 905P. როგორც ფოტოდან ჩანს, Intel Graphics Xe  ვიდეო ბარათი ორსლოტიანია და საკმაოდ მცირე სიგრძისაა. გაგრილებაზე პასუხისმგებელია . ტურბინიანი სისტემა. PCB დაფის უკანა მხარეზე განთავსებულია გამამყარებელი ლითონის ფირფიტა. 

image.jpeg 

image.jpeg 

ფოტოზე აგრეთვე ჩანს ოთხი პორტი: სამი მათგანი DisplayPort-ია, ერთი კი - HDMI ინტერფეისი. როგორც ჩანს, DVI Intel-მაც მოძველებულად ჩათვალა. დამატებითი კვების კონექტორები კი არ ჩანს სტანდარტულ ადგილას. ცხადია, ვიდეო ბარათი არ იქნება მათ გარეშე წარმოდგენილი, ამიტომ სავარაუდოა ისინი ამაჩქარებლის ბოლოზეა განთავსებული 

სამწუხაროდ, Intel- ჯერჯერობით არაფერი გაუმხელია ვიდეო ბარათის მახასიათებლების შესახებ. 

image.jpeg 

გრაფიკული ამაჩქარებლის პარალელურად Intel- ოფიციალურად დააანონსა ახალი, მეცხრე თაობის მობილური პროცესორების სერია. ამ შემთხვევაშიც მწარმოებელს არ უსაუბრია ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორების დეტალებზე. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი სერიის პროცესორებში ფლაგმანი იქნება რვაბირთვიანი Core i9-9980HK, ამასთან, ახალ ჩიპებშიც არ იქნება TDP 35 ვტ-ზე მეტი. 

image.jpeg 

Intel-მა ისაუბრა იმ რამოდენიმე მახასიათებელზე, რომლებიც ექნება ახალ ჩიპებზე მომუშავე ლეპტოპებს: სამომავლო მობილურ კომპიუტერებს ექნება Wi-Fi 6 მხარდაჭერა უსადენო მოდულ Intel Wi-Fi 6 AX200-ის მეშვეობით. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება Thunderbolt 3 ინტერფეისი და შესაძლებელი იქნება SSD Optane Memory H10-ის გამოყენება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.