Jump to content

NASA-ს ახალ ექსპერიმენტში ასტრონავტებს ორი თვე უძრავად წოლა მოუწევთ


Recommended Posts

დედამიწის გრავიტაციის წყალობით ადამიანები იმორჩილებენ სხეულს და მათი კუნთები მუდმივად ვარჯიშდება. ნულოვანი გრავიტაციის პირობებში კი კუნთები სრულიად დუნდება და სწრაფად ატროფირდება, ამიტომ საერთაშორისო კოსმოსური სადგუის წევრებს უწევთ დაკავდნენ ფიზიკური ვარჯიშებით დღე-ღამეში სულ მცირე ორი საათის მანძილზე. კაცობრიობას წინ ელის ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები მარსისა და სხვა პლანეტებისკენ, ამიტომაც კოსმოსური სააგენტოები ეძებენ საშუალებებს - შემცირდეს უწონადობის გავლენები. ამის გამო საჭირო ხდება მეტად რთული ექსპერიმენტების ჩატარება. 

image.jpeg 

ალბათ უამრავ ადამიანს გაუკვირდება, რომ დედამიწის პირობებში ნულოვანი გრავიტაციის საუკეთესი სიმულაციას წარმოდგენს შემდეგი რამ  ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმოძრაოდ უნდა იწვეს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანის ორგანიზმი განიცდის იმავეს, რასაც კოსმოსში ყოფნისას: კუნთები ატროფირდება, სისხლი კი არასწორ ცირკულაციას იწყებს 

image.jpeg 

სწორედ ასეთ რთულ ექსპერიმენტს ჩაატარებენ კოსმოსური სააგენტოები NASA და ESA: 25 მარტიდან დაწყებული, ორი თვის განმავლობაში ექსპერიმენტის 24 მონაწილე იწვება სამედიცინო ცენტრ Envihab-ში, რომელიც კიოლნში, გერმანიაში მდებარეობს. მათი თავები ჩვეულებრივი მდგომარეობიდან ექვსი გრადუსით ქვემოთ იქნება დახრილი, ერთი მხარი კი მუდმივად ლეიბთან იქნება შეხებაში. მონაწილეთა ერთი ჯგუფი მოთავსებული იქნება ბუნებრივ პირობებში, მეორე ნაწილი კი - ხელოვნური გრავიტაციის მქონე ცენტრიფუგაში, რომელიც თეორიულად სხეულში სისხლის სწორი ცირკულაციის საშუალებას იძლევა. 

ექსპერიმენტის მონაწილეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. გაკონტროლდება მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, კუნთების მდგომარეობა, ნივთიერებათა ცვლის ციკლი და კოგნიტური შესაძლებლობები. დაკვირვების შედეგად მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ  რამდენად სასარგებლოა ხელოვნური გრავიტაცია კოსმოსურ მოგზაურობაში. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მონაწილეები გაივლიან რეაბილიტაციის ეტაპს, რომელიც სულ მცირე 29 დღე გაგრძელდება. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი NASA- უკვე ჩაატარა 2014 წელს. მოხალისე ენდრიუ ივანიცკიმ შეძლო წოლა 40 დღის განმავლობაში - ამ პერიოდში იგი განიცდიდა თავის ძლიერ ტკივილს, უჭირდა საკვების მიღება და ჰქონდა პანიკური შეტევები 

ამგვარი ტესტირებებიდან მიღებული შედეგბი მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. უამრავ კომპანიას სურს მოახდინოს კოსმოსური ტურიზმის პოპულარიზაცია, ამიტომაც არსებობს რისკი, რომ კოსმოსურ მოგზაურთა უმრავლესობას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება. შესაძლოა უარყოფითი შედეგები თავიდან იქნეს აცილებული ხელოვნური გრავიტაციის წყალობით. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.