Magdalena Posted March 23, 2019 Share Posted March 23, 2019 კომპანია Nvidia-მ წარადგინა ბიუჯეტური კომპიუტერი Jetson Nano. კომპიუტერი, როგორც ხელოვნური ინტელექტის ბაზა - შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რობოტებსა და ხელოვნური ინტელექტის მქონე სხვა მოწყობილობებში. მისი ფასი მხოლოდ 99 დოლარს შეადგენს. Jetson Nano - ეს არის გამომთვლელი დაფების ნაკრები, რომლითაც მოწყობილობას ეძლევა საშუალება - ამოიცნოს სახეები, ასევე მიენიჭოს სივრცეში ავტონომიური ნავიგაციის უნარი. კომპიუტერი აღჭურვილია ოთხბირთვიანი ARM A57 პროცესორითა და 128 ბირთვიანი NVIDIA Maxwell ვიდეო ბარათით, აქვს 4 გიგაბაიტიანი LPDDR ტიპის ოპერატიული მეხსიერება. მოწყობილობა ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის შემუშავების პლატფორმათა უმეტესობასთან, რომელთა შორისაა TensorFlow, PyTorch, Caffe, Keras და MXNet. ხელმისაწვდომია სტანდარტული პორტები და ინტეფეისები, მაათ შორის: USB-A და B პორტი, gigabit Ethernet და microSD სლოტი. Jetson Nano წინასწარი შეკვეთებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Nvidia-ს საიტზე. მკვლევარებისა და დეველოპერებისთვის მისი ფასი 99 დოლარია, კომპანიებისთვის კი იგი 129 დოლარი ეღირება. https://hightech.fm/2019/03/20/jetson-nano https://www.theverge.com/circuitbreaker/2019/3/18/18271329/nvidia-jetson-nano-price-details-specs-devkit-gdc 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.