Jump to content

ბილ გეითსი საზოგადოებას მოუწოდებს დაივიწყონ კოსმოსი და გადაჭრან დედამიწის 10 გლობალური პრობლემა


Recommended Posts

image.jpeg

კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა საზოგადოებას მოუწოდა იპოვონ ათი მთავარი გლობალური პრობლემის მოგვარების საშუალება. კოსმოსის შესწავლის ნაცვლად იგი მოუწოდებს კაცობრიობას - გაუმჯობესდეს ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე. 

ბილ გეითსი - ყოფილი პროგრამისტი და ერთ-ერთი ველაზე წარმატებული IT-კომპანიის დამფუძნებელი - ცნობილია არა მხოლოდ თავისი უზარმაზარი ქონებით, არამედ იმითაც - რაში ხარჯავს მას. 

სანამ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი - ჯეფ ბეზოსი კონკურენციის გაწევას ცდილობს მილიარდერ გამომგონებელ ილონ მასკთან იმაზე - პირველი რომელი მათგანი მოახდენს მარსისა და მთვარის კოლონიზებას, აგრეთვე ააგებს ბიზნეს-იმპერიას თანამგზავრული ინტერნეტის კუთხით, გეითსი ცდილობს აქცენტი გააკეთოს კაცობრიობისთვის ამჟამად არსებულ პრობლემებზე. თანაც, მან ამ მიმართულებით იმაზე არანაკლები თანხა დახარჯა, რა რაოდენობის ინვესტიციაც ჩაიდო SpaceX-ისა და Blue Origin-ის რაკეტებში. 

Microsoft-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებამდე რამოდენიმე წლით ადრე გეითსმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც სახელი თავისი და თავისი მეღლის, მელინდას პატივსაცემად უწოდა. BBC-ის ინფორმაციით, 2016 წლამდე გეითსმა ქველმოქმედებაზე დაახლოებით 31 მლრდ დოლარი დახარჯა. 

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა ინვესტიციები ჩადო ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, არიბ ქვეყნებში სიღარიბესთან ბრძოლაში, ელ მსოფლიოში რთული დაავადებების მკურნალობაშ და ა.შ. ამის გამო ჟურნალმა Forbes-მა რამოდენიმე წლის წინ ბილ გეითსი აშშ-ის ყველაზე გულუხვ მილიარდერად დაასახელა. 

რამოდენიმე დღის წინ ფილანთროპმა თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა ათი გლობალური პრობლემის ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი პლანეტისთვის და ახლო მომავალშიც ასე იქნება. 

თუკი გჯერათ, რომ ინოვაციები ყველასთვისაა, მაშინ მე მაქვს ჩამონათვალი თქვენთვის: 10 პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას თქვენი იდეების წყალობით“ - დაწერა გეითსმა. 

image.png 

გეითსი ცდილობს ადამიანთა ყურადღება მიაპყროს შემდეგ პრობლემებზე: 

  • სათბურის ეფექტისა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირება; 

  • ელექტროენერგიის დაზოგვა, რომელიც მიიღება განახლებადი წყაროებიდან; 

  • უნივერსალური ვაქცინა გრიპის ყველანაირი ფორმისათვის; 

  • დემენციის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობა; 

  • მსოფლიო ოკეანის გაწმენდა პლასტმასის ნარჩენებისგან; 

  • წყლის ენერგოეფექტური გამტკნარება; 

  • უსაფრთხო ავტომობილების წარმოება; 

  • ხელოვნური ინტელექტის თანამონაწილეობა რეალურ სამყაროსთან; 

  • მიწისძვრების პროგნოზირება; 

  • ტვინის მუშაობის შესწავლა ისეთ დარღვევებთან საბრძოლველად, როგორებიცაა შიზოფრენია და აუტიზმი. 

გარკვეული პერიოდის წინ ეს ჩამონათვალი გამოაქვეყნა გამომცემლობამ MIT Technology Review. გეითსმა ისაუბრა რამოდენიმე პრობლემური სფეროს მნიშვნელობაზე, რაც  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჟურნალის რედაქტორებმა წარმოადგინეს. 

განახლებადი ენერგიის როებიდან ელექტროენერგიის წარმოების საკითხში ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქარისა და მზის ელექტროსადგურები არასაკმარის ელექტროენერგიას აწარმოებენ და ამოწურვადი საწვავიდან ამ მიმართულებაზე გადასვლას შესაძლოა ძალიან დიდი დრო დასჭირდეს. 

2018 წლის ბოლოს გეითსი ამბობდა, რომ აუცილებელია შეიცვალოს ეროვნული ენერგეტიკის პოლიტიკა. აშშ-ის ლიდერებმა ბირთვული ენერგიის ტექნოლოგია უნდა მიმართონ გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 

გეითსთან ერთად MIT Technology Review- ავტორებმა აგრეთვე ხაზი გაუსვეს იმას, რომ აუცილებელია  მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგის აკუმულირება იაფი მეთოდით, აგრეთვე მათი აზრით უნდა შეიქმნას ნარჩენების შემგროვებელი სისტემა, რომელიც იმუშავებს არა მარტო ოკეანეებში, არამედ სანაპიროებზე, ზღვებსა და სანაოსნო არხებში. მათი აზრით, აგრეთვე უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებებისადმი ადამიანების ადაპტირება და ზღვის წყლის სასმელ წყლად გარდაქმნის ხელმისაწვდომი მეთოდის შემუშავება. 

როგორც ცნობილია, პლანეტის მოსახლეობის ნახევარი უსაფრთხო სანიტარულ სისტემებთან მიუწვდომლად ცხოვრობს და ამის გამო წელიწადში დაახლოებით 223 მლრდ დოლარი იხაჯება ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამჟამად ბილ გეითსი 100 მლრდ დოლარის  მფლობელია და იგი რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომლის მთლიანი აქტივები დაახლოებით 145,6 მლრდ- (სხვა წყაროს ცნობით - 137 მლრდ) შეადგენს. 

თუმცა, როგორც ჩანს, გეითსი დიდხანს არ გაჩერდება 100 მილიარდიან პოზიციაზე - მას დაგეგმილი აქვს თავისი ფინანსების მინიმუმ ნახევარი ქველმოქმედებაში დახარჯოს. 

ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ცვლილებებს, რაც 10 წლის შემდეგ მოგველის. ნუ მისცემთ თავს დუმილისა და უმოქმედობის უფლებას“- აცხადებს გეითსი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.