Magdalena Posted March 22, 2019 Share Posted March 22, 2019 20 მარტს პლატფორმებმა - Nasdaq Global Index Data Service (GIDS), Bloomberg Terminal, Thomson Reuters Eikon (Refinitiv) და შტუტგარტის საფონდო ბირჟამ დაიწყეს ორი ორიენტირებული კრიპტოსავალუტო ინდექსის გაშვება კრიპტო ბაზრის მონაცემების მომწოდებელი წამყვანი რესურსიდან - CoinMarketCap. ინდექსი CMC Crypto 200 Index (CMC200) მოიცავს ტოპ 200 ციფრულ აქტივს ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ (გლობალური კრიპტო ბაზრის 90%-ზე მეტი). მეორე ინდექსი - CMC Crypto 200 ex BTC Index (CMC200EX) – საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა თვალყური მიადევნონ ბაზარზე არსებულ ვითარებას და ცვლილებებს Bitcoin-ის გათვალისწინების გარეშე, რომელიც სეგმენტის კაპიტალიზაციის 50%-ზე მეტს იკავებს. ორივე ინსტრუმენტის/ინდექსის ადმინისტრირებითა და კვარტალური ბალანსირებით დაკავდება გერმანული საფინანსო ინდექსების მომწოდებელი - Solactive. Solactive-ის გაყიდვების დირექტორის, ფაბიანა კოლინას თქმით, CoinMarketCap-თან თანამშრომლობა მის კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიმუშავოს ინდივიდუალური ინდექსები თავისი მომხმარებლებისთვის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში CoinMarketCap-მა დაამატა რეტინგული სისტემის - Fundamental Crypto Asset Score მხარდაჭერა სტარტაპ Flipside Crypto-სგან. https://forklog.com/nasdaq-bloomberg-i-reuters-nachnut-otobrazhat-kriptovalyutnye-indeksy-coinmarketcap/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.