Jump to content

ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს ბირთვულ იარაღს ადარებს


Recommended Posts

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, მილიარდერი და ფილანთროპი ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს მეტად საკამათო ტექნოლოგიად მიიჩნევს, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია კაცობიობისთვის მოიტანოს როგორც სარგებელი, ასევე ზიანი. სტენფორდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე გეითსმა ხელოვნური ინტელექტი ბირთვულ იარაღს შეადარა. მისი აზრით, ადამიანებმა ხელოვნური ინტელექტი უნდა განავითარონ უფრო მშვიდობიან სფეროებში, მაგალითად განათლებასა და მედიცინაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძოა კაცობიობა უბედურების წინაშე აღმოჩნდეს. 

image.jpeg 

მსოფლიოში ჯერ არასდროს არსებულა ამდენი ისეთი ტექნოლოგია, რომლებიც ერთდროულად მრავლისმომცემიცაა და მეტად საშიშიც“ - განაცხადა გეითსმა და მოიხსენია ატომური ენერგია, როგორც ერთ-ერთი სასარგებლო ტექნოლოგია, რომელიც აღმოჩენისთანავე უარყოფითი გახდა მის საფუძველზე ბირთვული იარაღის შექმნით. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ იმ სფეროებში, სადაც ხელოვნურ ინტელექტს კაცობიობისთვის ღირებული სარგებლის მოტანა შეუძლია, რეალური შედეგები ჯერჯერობით ძალიან მწირია. მისი აზრით, მედიცინა და განათლება - ეს ის სფეროებია, სადაც ხელოვნური ინტელექტი დიდ დახმარებას გაუწევდა კაცობრიობას. 

ეს არის შანსი - სოციალური მეცნიერებებ ახალ დონემდე ამაღლდეს და ყველაფერი უნდა დაიწყოს ყველაზე უმავრსით - განათლებით“ - აღნიშნა გეითსმა, რომელიც უკვე რავალი წელია მღელვარებას გამოხატავს იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად გააჩნია ხელოვნურ ინტელექტს. 

ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის დაჩქარება, ნეირონული ქსელების მხარდამჭერმა ტექნოლოგიამ, ადამიანის ტვინის იმიტაციამ უკვე მოახდინა გადატრიალება ტექნოლოგიის სფეროში. ამჟამად ხელოვნური ინტელექტი და ნეირონული ქსელი ბევრგან გამოიყენება: დაწყებული ადამიანთა იდენტიფიკაციის ბიომეტრიული სისტემიდან - დამთავრებული ელექტრონულ ფოსტაში ანტი-სპამ ფილტრებით. თუმცა გეითს არ სურს, რომ ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული უპირატესობით სარგებლობდნენ მხოლოდ ისე ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Amazon, Google და Facebook. 

გეითსმა ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთ დადებით მაგალიად დაასახელა ამერიკული კერძო ბიოტექნოლოგიური კომპანია  23andMe- შემთხვევა. იგი დაკავებულია გენეტიკური მონაცემების ანალიზით. გეითსის თქმით,ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ კომპანიას საშუალება მისცა განესაზღვა კავშირი მიკროელემენტ სელენის უკმარისობის კავშირი აფრიკელი ქალების ნაადრევ მშობიარობასთან. უახლოესი 18 თვის განმავლობაში მკვლევარები გაარკვევენ, საჭირო თერაპიული პროგრამა როგორ გაამართლებს პროგნოზებს 20 ათასი აფრიკელი ქალის შემხვევაში. 

მოსალოდნელია, რომ მიღებული ზომების წყალობით 15%-მდე შემცირდება ნაადრევი მშობიარობის მაჩვენებლის დონე, რაც ჯამში მოგვცემს დაახლოებით 80 ათასი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას და ეს მხოლოდ აფრიკის მაჩვენებელია“ - დაამატა გეითსმა. 

რაც შეეხება განათლებას, გეითსი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინეტელქტის მეშვეობით შეიქმნება უფრო ეფექტური მეთოდები სწავლებისთვის. 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ პრაქტიკულად ვაიგნორებთ განათლების სამოტივაციო ასპექტებს. არ ვცდილობთ შევიმუშავოთ პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება სტუდენტების ინტერესის ამაღლებისა და სწავლით გატაცებისკენ. არადა ამგვარი რამ დავეხმარებოდა განათლების სისტემის გაუმჯობესებაში და შეამცირებდა სწავლის მიტოვების მსურველთა რიცხვს“ - აცხადებს გეითსი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების მოქმედება საკმაოდ გაურკვეველია - „მეტად მაწუხებს არსებული პროექტების უმეტესობის გაუმჭვირვალობა, რომლებიც მიმართულია ღრმა მანქანური სწავლების სისტემების განვითარებისაკენ“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.