Jump to content

ახალი ეგზოჩონჩხი 90 კგ ტვირთის აწევის შესაძლებლობით


Recommended Posts

ვის შეუძლია გადაადგილდეს 5,5 კმ/სთ სიჩქარით და აწიოს 90 კგ ტვირთი, ამასთანავე იმუშავოს მთელი დღე გაუჩერებლად? პოტენციურად ეს უკვე ნებისმიერ იმ ადამიანს შეუძლია, ვინც სპეციალურ ეგზოჩონჩხს „ჩაიცვამს“. სწორედ ამიტომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა კომპანია Sarcos-ს შეუკვეთეს სრულზომიანი ეგზოჩონჩხები - Guardian XO: მათი დახმარებით 90 კგ ტვირთის აწევისას ადამიანს ექნება შეგრძნება, თითქოს 4,5 კგ უჭირავს! 

image.jpeg 

რაღა თქმა უნდა, ეს არ ჰგავს „რკინის კაცის“ კოსტიუმს. მიუხედავად იმისა, რომ ეგზოჩონჩხების წარმოებაში რეალური პროგრესი შეინიშნება ბოლო ათწლეულის მანძილზე, ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ მძმე, ზომაში დიდი და მოუქნელია, ამავე დროს მცირე ავტონომიური სამშაო დრო აქვთ. თუმცა, ასეა თუ ისე, შესაძებლობა, რომ აწიოს 90 კგ ტვირთი და რამოდენიმე საათი ტრავმებისა და შეფერხების გარეშე დაუმუხტავად იმშაოს, დიდი მიგნებაა სამხედრო პირებისთვის, რომელთაც უწევთ ხელით გადაიტანონ რაკეტები, საწვავის მძიმე მილები და დაშლილი ძრავის ან ტრანსპორტის ნაწილები. 

სწორედ ამიტომ სურთ ამერიკელ სამხედროებს Guardian XO-ს გამოყენება - ძირითადად მასალების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისთვის. ეგზოჩონჩხით შესაძებელია  5,5-5,6 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა, აგრეთვე შესაძლებელია მას გამოეცვალოს ბატარეა, რომელიც 8 საათიან მუშაობას უზრუნველყოფს. 

თუკი Sarcos-ის ეგზოჩონჩხი გამოცდას წარმატებით გაივლის, ის მაინც არ იქნება პირველი მოწყობილობა, რომელიც სამხედრო ეკიპირებისთვის გამოდგება. ჯერჯერობით მხოლოდ შესაძებელია მას ანდონ მძიმე ტვირთის გადაზიდვა. თუმცა მოდელით უკვე დაინტერესდნენ BMW, Caterpillar და რამოდენიმე სამშენებლო კომპანია. 

image.jpeg 

მოწყობილობის კიდევ ერთი დადებითი თვისება ის გახლავთ, რომ მას შეუძლია შეაგროვოს სხვადასხვა ბიომეტრიული მონაცემები მომხმარებელზე: წნევა, პულსი, სხეულის ტემპერატურა და ა.შ, რათა მომხმარებელი გადატვირთვისგან დაიცვას. ამას გარდა, მოწყობილობაში ინტეგრირებული კომპიუტერი გააანალიზებს საქმინობის ხასიათს, რათა მასიმალურად ეფექტურად გაუწიოს მხარდაჭერა სამუშაოს შესასრულებლად. 

სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=g9rInLPw8YE 

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.