Magdalena Posted March 21, 2019 Share Posted March 21, 2019 კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის iMac დესკტოპ-კომპიუტერები „ყველაფერი ერთში“: მონობლოკებმა პირველებმა მიიღეს მეცხრე თაობის Intel Core პროცესორები. დაანონსებული კომპიუტერები წარმოდგენილნი არიან 1) 21,5-დუიმიანი დისპლეით, რომელიც შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი) და 2) 4K Retina პანელით, რომლის გაფართოებაა 4096 × 2304 პიქსელი. საბაზისო კომპლექტაციის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Intel Iris Plus Graphics 640, ოფციურად კი შესაძლებელია დაყენდეს ამაჩქარებელი Radeon Pro Vega 20 4 გიგაბაიტიანი HBM2 მეხსიერებით. კომპანია ამტკიცებს, რომ წინა თაობის მოდელებთან შედარებით წარმადობა ორჯერ გაიზარდა. შესაძლებელია 6 ბირთვიანი Intel Core i7 ჩიპის გამოყენება, რომლის ტაქტის სიხშირეა 3,2 გჰც (Turbo Boost – 4,6 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვარირებს 8-დან 32 გიგაბაიტამდე. მონაცემთა შენახვისთვის კონფიგურაცის შესაბამისად პასუხისმგებელია 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი 5400 ბრუნით წუთში, ასევე 1 ტერაბაიტიანი დრაივერი Fusion Drive ან SSD-მოდული 256-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობით. კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის HD-კამერა FaceTime, სტერეოდინამიკები, ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, SDXC ბარათის კონექტორი, ოთხი USB 3.0 პორტი და ორი პორტი Thunderbolt 3 (USB-C). ამას გარდა, კომპანიამ წარადგინა iMac-ის 27-დუიმიანი ვერსია, რომელსაც აქვს Retina 5K ეკრანი გაფართოებით - 5120 × 2880 პიქსელი. ამ მონობლოკისთვის ხელმისაწვდომია 8 ბირთვიანი Intel Core i9 პროცესორი ტაქტის სიხშირით 3,6 გჰც (Turbo Boost – 5,0 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 65 გიგაბაიტს, SSD მოდულისა კი - 2 ტერაბაიტს. ფასი: Entry-level - 21.5 დუიმი - 1,049 ევრო /1099 აშშ დოლარი Mid-level - 21.5 დუიმი, 1,249 ევრო /1,299 აშშ დოლარი Top-level - 21.5 დუიმი, 1,449 ევრო /1,499 აშშ დოლარი Entry-level - 27 დუიმი, 1,749 ევრო /1,799 აშშ დოლარი Mid-level – 27 დუიმი, 1,949 ევრო /1,999 აშშ დოლარი Top-level - 27 დუიმი, 2,249 ევრო /2,299 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/984457 https://www.macworld.co.uk/news/mac/imac-2019-release-date-3669589/#toc-3669589-2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.