Jump to content

ახალი Apple iMac მონობლოკი ორჯერ უფრო მძლავრია წინამორბედთან შედარებით


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის iMac დესკტოპ-კომპიუტერები „ყველაფერი ერთში“: მონობლოკებმა პირველებმა მიიღეს მეცხრე თაობის Intel Core პროცესორები. 

image.jpeg 

დაანონსებული კომპიუტერები წარმოდგენილნი არიან 1) 21,5-დუიმიანი დისპლეით, რომელიც შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი) და 2) 4K Retina პანელით, რომლის გაფართოებაა 4096 × 2304 პიქსელი. საბაზისო კომპლექტაციის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი Intel Iris Plus Graphics 640, ოფციურად კი შესაძლებელია დაყენდეს ამაჩქარებელი Radeon Pro Vega 20 4 გიგაბაიტიანი HBM2 მეხსიერებით. 

image.jpeg 

კომპანია ამტკიცებს, რომ წინა თაობის მოდელებთან შედარებით წარმადობა ორჯერ გაიზარდა. შესაძლებელია 6 ბირთვიანი Intel Core i7 ჩიპის გამოყენება, რომლის ტაქტის სიხშირეა 3,2 გჰც (Turbo Boost – 4,6 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა ვარირებს 8-დან 32 გიგაბაიტამდე. 

image.jpeg 

მონაცემთა შენახვისთვის კონფიგურაცის შესაბამისად პასუხისმგებელია 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი 5400 ბრუნით წუთში, ასევე 1 ტერაბაიტიანი დრაივერი Fusion Drive ან SSD-მოდული 256-დან 1 ტერაბაიტამდე მოცულობით. 

image.jpeg 

კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის HD-კამერა FaceTime, სტერეოდინამიკები, ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2, SDXC ბარათის კონექტორი, ოთხი USB 3.0 პორტი და ორი პორტი Thunderbolt 3 (USB-C). 

image.jpeg 

ამას გარდა, კომპანიამ წარადგინა iMac-ის 27-დუიმიანი ვერსია, რომელსაც აქვს Retina 5K ეკრანი გაფართოებით - 5120 × 2880 პიქსელი. ამ მონობლოკისთვის ხელმისაწვდომია 8 ბირთვიანი Intel Core i9 პროცესორი ტაქტის სიხშირით 3,6 გჰც (Turbo Boost – 5,0 გჰც). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 65 გიგაბაიტს, SSD მოდულისა კი - 2 ტერაბაიტს. 

ფასი: 

Entry-level - 21.5 დუიმი -  1,049 ევრო /1099 აშშ დოლარი 

Mid-level - 21.5 დუიმი,  1,249 ევრო /1,299 აშშ დოლარი 

Top-level - 21.5 დუიმი, 1,449 ევრო /1,499 აშშ დოლარი 

Entry-level  - 27 დუიმი, 1,749 ევრო /1,799 აშშ დოლარი 

Mid-level – 27 დუიმი, 1,949 ევრო /1,999 აშშ დოლარი 

Top-level  - 27 დუიმი, 2,249 ევრო /2,299 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.