Jump to content

შეიქმნა სიცრუის ვირტუალური დეტექტორი - გახდებიან ინტერნეტმომხმარებლები უფრო გულწრფელნი?


Recommended Posts

შესაძლო მომავალში ინტერნეტი გაიწმინდოს თაღლითებისგან და ჩვეულებრივ მომხმარებლებსაც მოუწიოთ გულმოდგინედ აკონტროლონ თავიანთი სიტყვები. ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც შესანიშნავად ასრულებს პოლიგრაფის როლს და ახდენს სიცრუის გამოვლინებას მომხმარებლების მიერ გამოყენებული სიტყვებისა და წერის სისწრაფის საფუძველზე. ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ალგორითმს უკვე შეუძლია გაარჩიოს ტყუილი სიმართლისგან 85% შემთხვევაში. შედარებისთვის, ამ დროისთვის არსებულ ნამდვილ სიცრუის დეტექტორებს შეუძლიათ ეფექტურად იმოქმედონ 60-70 % შემთხვევაში. 

image.jpeg 

იმისათვის, რომ სისტემისთვის ესწავლებინათ ტყუილ-მართალის გარჩევა, მეცნიერებმა მანქანურ სწავლებას მიმართეს. 40 პირისგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ტესტირებაში - ონლაინ-თამაშებში, რომელშიც შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე მონაწილეთა ნაწილს მატყუარის, ნაწილს კი მართლის როლი ერგო. 80 სათამაშო სესიის განმავლობაში მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს, ხელოვნური ინტელექტი კი ათ პასუხებს აკვირდებოდა და სწავლობდა. 

აღმოჩნდა, რომ მართლები და მატყუარები სრულიად განსხვავებულ სიტყვათა ჯგუფებს იყენებენ და ბეჭდავენ სხვადასხვა სიჩქარით. მაგალითად, მატყუარები ხშრად იყენებენ სიტყვებს: „ყოველთვის“, „არასდროს“, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ დამაჯერებლობას და ამავე დროს პასუხებს ბეჭდავენ ძალიან სწრაფად. სიმართლის მთქმელი ადამიანები კი ხშირად იყენებენ სიტყვას „შესაძლოა“ და პასუხებს უფრო დაფიქრებით, ნელა სცემენ. 

ჯამში, სიტყვათა სიხშირეებსა და პასუხის სისწრაფეზე დაკვირვებით, ონლაინ-პოლიგრაფმა ისწავლა ტყუილის ამოცნობა 80-100% შემთხვევაში. მკვლევარები აცხადებენ, რომ ტესტირებაში მონაწილეთა რიცხვი მცირე იყო, თუმცა მაინც ცხადია, რომ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი გააჩნია. ისინი აპირებენ ტექნოლოგია უფრო სრულყოფილი გახადონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა Messenger-აპლიკაციების შემქმნელებს. 

„ამ საბაზისო კვლევამ ონლაინ-პოლიგრაფიის სისტემის მიერ სოციალურ ქსელებში კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის დიდი პოტენციალი გვიჩვენა. მსურს მთელი მსოფლიოს ყურადღება მივპყრო ამ იდეაზე, რათა შევძლოთ და იგი იმ კომერციულ პროდუქტად ვაქციოთ, რომლის Messenger-ებში დანერგვაც შესაძლებელი იქნება” – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.