Jump to content

Apple-ის ახალი პლანშეტები: Apple iPad Air და iPad mini


Magdalena

Recommended Posts

Apple iPad Air 

კომპანია Apple-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი პლანშეტი iPad Air, რომელსაც აქვს 10,5-დუიმიანი ხარისხიანი Retina დისპლეი.  

ეკრანის გაფართოება შეადგენს 2224×1668 პიქსელს, პიქსელების სიმჭიდროვეა 264 PPI. დისპლეი სენსორულია, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია Apple Pencil-ით. 

image.jpeg 

პლანშეტი მუშაობს 64-ბიტიანი არქიტექტურის მქონე A12 Bionic პროცესორზე. გათვალისწინებულია ნეირონული მოდული Neural Engine და coprocessor M12. 

გაჯეტის არსენალშ შედის 7-მეგაპიქსელიანი კამერა FaceTime HD მაქსიმალური დიაფრაგმით - ƒ/2,2. გარდა ამისა, პლანშეტს აქვს 8-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა მაქსიმალური დიაფრაგმით - ƒ/2,4. 

image.jpeg 

პლანშეტზე ხელმისაწვდომია ადაპტერები უსადენო კავშირებისთვის - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0, GPS/GLONASS სანავიგაციო სისტემების მიმღები, სტერეოდინამიკები, ელექტრო კომპაი, ქსელერომეტრი, გიროსკოპი, ბარომეტრი, განათების სენსორი და თითის ანაბეჭდის სკანერი Touch ID. 

გამოყენებულია ოპერაციული სისტემა iOS 12. ბატარეის ერთ დატენვაზე ავტონომიური მუშაობის დროა 10 საათი ინტერნეტში მუშაობის ან ვიდეომასალების ყურების დროს. 

image.jpeg 

Apple iPad Air პლანშეტის შეძენის მსურველებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ 64 ან 256 გიგაბაიტიანი ფლე-მეხსიერებების მქონე მოდიფიკაციებს, აგრეთვე 4G/LTE კავშირის მხარდაჭერის არ/მქონე მოდელებს შორის. პლანშეტი წარმოდგენია ფერის სამნაირ ვარიანტად - ვერცხლისფერი, რუხი და ოქროსფერი. ფასი 500 აშშ დოლარს შეადგენს. 

iPad mini 

კომპანია Apple-მა დააანონსა ახალი თაობის iPad Mini: მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია 400 აშშ დოლარად. 

iPad Mini-ს აქვს 7,9-დუიმიანი Retina დისპლეი, რომლის გაფართოება 2048 × 1536 პიქსელს შეადგენს, პიქსელების სიმჭიდროვე კი არის 326 PPI. 

Apple Pencil-ის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ დახატონ ან ჩაინიშნონ რაიმე. უნდა ითქვას, რომ ამ სტილუსის შეძენა მომხმარებლებს ცალკე მოუწევთ - იგი კომპლექტში არ შედის. 

image.jpeg 

image.jpeg 

პლანშეტი წარმოდგენილია მეხსიერების მოცულობის მხრივ ორ კონფიგურაციად - ხელმისაწვდომია 64 და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერების მქონე მოდელები. მოდიფიკაციის შესაბამისად მხარდაჭერილია ან მხოლოდ Wi-Fi (802.11a/b/g/n/ac) უსადენო კავშირი, ან Wi-Fi და ქსელური კავშირი 4G/LTE. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინტეგრირებული Bluetooth 5.0. 

პლანშეტში გამოყენებულია A12 Bionic პროცესორი, აქვს კამერა FaceTime HD 7-მეგაპიქსელიანი სენსორით და ძირითადი 8-მეგაპიქსელიანი კამერა. აუდიოქვესისტემა მოიცავს სტერეოდინამიკებს. 

image.jpeg 

სხვა დეტალებიდან ასანიშნავია გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ელექტრო კომპასი, ბარომეტრი, გარე განათების სენსორი და დაქტილოსკოპიური სენსორი Touch ID. 

პლანშეტის გაბარიტებია 203,2 × 134,8 × 6,1 მმ, წონა - დაახლოებით 300 გრამი. ერთ დატენვაზე ავტონომიური მშაობის დროდ გამოცხადებულია 10 საათი. 
https://3dnews.ru/984398 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.