Jump to content

ჩინეთში დაიწყო მეტროში სახის ამოცნობით გადახდის სისტემის ტესტირება


Recommended Posts

image.jpeg

ჩინეთის ქალაქ Shēnzhèn-ის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი სისტემის ტესტირება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მეტროთი მგზავრობა ბილეთის გარეშე სახის ამოცნობის სისტემით. თუკი ეს ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, უახლოეს რამოდენიმე წელიწადში ამგვარი სისტემა მთელ ქვეყანაში დაინერგება - წერს Tech in Asia. 

ექსპერიმენტული სისტემა საშუალებას იძლევა სრულიად გამოირიცხოს მეტროთი მგზავრობისთვის საჭირო საშუალებები - ბილეთები, ბარათები ან QR-კოდები. Shēnzhèn-ის მაცხოვრებლებს შეუძლიათ შეავსონ თავიანთი პერსონალური ანგარიში, საიდანაც მგზავრობის საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის სახის ამოცნობის შემდეგ. 

ექსპერიმენტის ხანგრძლივობის ზუსტი ვადები არ ხმაურდება. ჩინეთის ხელისუფლება არც იმას აკონკრეტებს, როდის დაიწყება ახალი სისტემის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. 

2018 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ 23 მლნ ადამიანს აუკრძალა ავია- და სარკინიგზო ბილეთების შეძენა. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, რომელიც მან სახელისუფლებო ანგარიშის ასლით მიიღო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ამ პირების „სოციალური რეიტინგი მეტისმეტად დაბალი იყო“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.