Jump to content

Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა ფიტნეს-სამაჯურები - Band 3 და Band 3 Pro


Recommended Posts

კომპანია Huawei-მ ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მოხდა სმარტფონ Nova 4e-ს წარდგენა, საზოგადოებას აგრეთვე გააცნო ორი ახალი სპორტული სამაჯური. ესენია Huawei Band 3 და მისი გაუმჯობესებული ვერსია - Band 3 Pro. 

image.jpeg 

ორივე მათგანს აქვს 0,95 დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით - 240 х 140 პიქსელი. ეკრანი მიმაგრებულია სამაჯურზე, რომელიც, მწარმოებლის თქმით, დამზადებულია ისეთი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს დიდ კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროს. პულსის გასაზომად მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია TruSeen v3.0. მასში გაერთიანებულია ინფრაწითელი გამოსხივების მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით. როგორც Huawei ირწმუნება, გამოსხივება არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს მომხმარებელზე. ამავე დროს, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება გამოავლინოს არითმია. 

Huawei Band 3 Pro-ს აქვს ტექნოლოგია TruSleep 2.0-ის მხარდჭერა, რომელიც ახორციელებს ძილის მონიტორინგს. როგორც ცნობილია, ამ ნიმუშის ალგორითმები ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლების მიერაა შექმნილი. TruSleep 2.0 ტექნოლოგიას შეუძლია გამოავლინოს უძილობის მიზეზები და მომხმარებელს მისცეს რეკომენდაციები ძლის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, Pro მოდელს აქვს NFC ჩიპი და GPS მოდული. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მასში გათვალისწინებული არ არის Google Play-ს მხარდაჭერა. წარდგენაზე კომპანიამ მხოლოდ Huawei Play ახსენა. 

ბატარეის მოცულობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამ მხრივ Huawei დაადგა Apple-ის გზას. ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ სრულად დატენილი ბატარეა ჩვეულებრივი გამოყენებისას საკმარისია თითქმის ორი კვირა მუშაობისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი მომხმარებელი უწყვეტად გამოიყენებს გულისცემის სიხშირის მზომს, ავტონომიურობა თითქმის ორჯერ მცირდება. ართული GPS-ით ვარჯიშის დროს  სპორტული სამაჯური (Pro ვერსია) დაახლოებით 7 საათს მუშაობს. 

Huawei Band 3 წარმოდგენილი იქნება ყვითელ, თეთრ, ვარდისფერ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი დაახლოებით 40 დოლარია. Pro მოდელები კი გამოვა შავ, თეთრ და ლურჯ ვარიანტებად და მათი ფასი 60 დოლარს შეადგენს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.