Magdalena

Bitcoin-ი - ეს არის ტექნოლოგია და არა ბიზნეს-შესაძლებლობა - აცხადებს TRON-ის გენერალური დირექტორი

Recommended Posts

image.png

მსხვილი ბიზნესის მხრიდან Bitcoin-ის კრიტიკა უადგილოა - განაცხადა CNBC-ან ინტერვიუში TRON-ის გენერალურმა დირექტორმა Justin Sun-მა. 

კრიპტოვალუტების ბაზრის მდგომარეობაზე საუბრისას Justin Sun-მა, რომელიც აგრეთვე  BitTorrent-ის გენერალური დირექტორი მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეისყიდა ფაილების გაცვლის ქსელი 2018 წლის ივნისში, განაცხადა, რომ მათი მიმზიდველობა ახალგაზრდა თაობის თვალში კვლავ უცვლელი რჩება არსებულ დათვურ მარკეტზე. 

„მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტს არ მოსწონს Bitcoin-ი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდა თაობისთვი“. Sun-ა ასევე დაამატა: 

„მე ვთვლი, რომ Bitcoin-ი ტექნოლოგიაა და არა ბიზნეს-შესაძლებლობა“. 

Sun-მა მაგალითად მოიყვანა Bitcoin-ის მასშტაბირების გადაწყვეტილებები - ძირითადად  Lightning Network, როგორც დამამტკიცებელი, რომ უმსხვილეს კრიპტოვალუტას შეუძლია შეცვალოს ინტერნეტ-ევოლუცია. 

„ვფიქრობ, სახეზე გვაქვს ინტერნეტის ახალი ტალღა“ - განაცხადა მან. 

როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, Bitcoin-ის ძველი დროის მოწინააღმდგეები, კერძოდ კი  JPMorgan-ის გენერალური დირექტორი Jamie Dimon-ი Buffett-თან ერთად ბოლო დროს, როგორც ჩანს დაიღალნენ კრიპტვალუტის კრიტიკით. 

გასულ თვეში JPMorgan-მა ხმაური გამოიწვია, როდესაც წარადგინა შიდა (in-house) ციფრული ტოკენი, რომელსაც ეწოდა JPM Coin და იგი განკუთვნილია სხვადასხვა ბანკთაშორისი პროცედურისთვის. 

ამასთან, Justin Sun-მა განაცხადა, რომ იგი ნაკლებადაა ჩართული პლატფორმის TRX ტოკენის ბაზრის კაპიტალიზაციასა და ფასის საკითხში. სტატიის წერის მომენტში TRX რიგით მეათე კრიპტოვალუტა იყო ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ დაახლოებით 1,52 მლნ დოლარიანი მაჩვენებლით. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now