Magdalena

Gearbox-ის მინიშნება: Borderlands 3 მარტის ბოლოს გამოვა

Recommended Posts

კომპანია Gearbox Software-მა მიუთითა Borderland 3-ის სრულფასოვანი ანონსის თარიღი. კომპანიამ Twitter-ზე განათავსა სტილიზებული ფოტო, სადაც მითითებულია 28 მარტი და ადგილმდებარეობა: ბოსტონი, მასაჩუსეტსი.  

image.jpeg 

ეს ფოტო ეჭვს არ იწვევს, რომ PAX East 2019-ის ფარგლებში კომპანია ბოლოს და ბოლოს ფართო საზოგადოებას წარუდგენს Bordelands 3-ს. ღნისძიება ჩატარდება 28-31 მარტს, Gearbox-მა კი თავისი თამაშის პრეზენტაცია 28 მარტისთვის დანიშნა. კომპანია პირობას იძლევა, რომ წარმოდგენილი იქნება სიურპრზები, ექსკლუზივები და სხვადასხვა სახის ანონსი. 

image.jpeg 

დაგეგმილი პრეზენტაციის სრული ოფიციალური აღწერა ამგვარია: „ეს იქნება თქვენი შსაძლებლობა - შეიხედოთ Gearbox Software-ისა და Gearbox Publishing-ის კულისებში, აგრეთვე შეიყოთ უახლესი სიახლეები და განახლებები Borderland-ის, Battleborn-ის, Brothers in Arms-ისა და სხვა პროექტების შემქმნელებისგან! ჩვენ წარმოგიდგენთ სრულიად ახალ ანონსებს, ექსკლუზივებსა და სიურპრიზებს, ასე რომ არ გამოტოვოთ!“ 

image.jpeg 

ის, რომ Gearbox-ი ახალ Borderland-ზე მუშაობს, საიდუმლოს არ წარმოადგენს. Gearbox-ის პრეზიდენტმა Randy Pitchford-მა PAX South 2015-ზე განაცხადა, რომ სტუდია ეძებს ახალ სპეციალისტებს, რომლებიც მას დაეხმარებიან თამაშის შემდგომი სერიის შექმნაში. გასულ წელს კი Pitchford-მა PAX West-ის მსვლელობისას განაცხადა: „ჩვენი გუნდი მუშაობს პროექტზე, რომელზე მუშაობასაც ვფიქრობ, უმეტესობა თქვენგანი ისურვებდა“. 

უკვე ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოვიდა სერიის ბოლო ნაწილი -  Borderlands 2. მას შემდეგ Gearbox-მა დამატებით გამოუშვა სერიის რამოდენიმე თამაში, მათ შორის: Borderlands: The Pre-Sequel, Tales from the Borderlands და Borderlands 2-ის VR-ვერსია. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now