Magdalena

ახალი ტიპის საბანკო ბარათი ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერით

Recommended Posts

image.png

ნიდერლანდურმა კომპანია Gemalto-მ გამოუშვა სადებეტო ბარათი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი - წერს The Verge. 

Gemalto-ს საბანკო ბარათი საშუალებას იძლევა განხორციელდეს უკონტაქტო NFC-გადახდები ისე, რომ საჭირო არ იქნება PIN-კოდის შეყვანა. ამავე დროს ბარათი დაცული იქნება თაღლითური ქმედებებისგან. ბიომეტრიული მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ ბარათზე, ამიტომ ბოროტმოქმედები ვერ შეძლებენ მოიპარონ ეს ინფორმაცია ბანკის მონაცემთა ბაზიდან. 

2019 წლის აპრილიდან ბრიტანული ბანკი Natwest-ი გამოუშვებს Gemalto-ს 200 სატესტო ბარათს თავისი მომხმარებლებისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახანს შეიქმნა კანონი, რომლის თანახმადაც 30 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების შენაძენისას მომხმარებლები ვალდებულნი არიან შეიყვანონ პაროლი თვით უკონტაქტო გადახდების დროსაც კი. ეს მეთოდი არ იქნება გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემების ამოცნობის შემთხვევაში. 

ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია მობილური NFC-გადახდების სტანდარტული კომპონენტი გახდა. Gemalto-მ ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოცდა 2017 წელს ჩაატარა სამხრეთ აფრიკაში, გასულ წელს კი - იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-ში. თუმცა, საიროა, რომ ბარათის მფლობელებმა საბანკო დაწესებულებას მიაკითხონ და არ იმოქმედონ სახლიდან ისე, როგორც მობილური საგადახდო სერვისების შემხვევაში (მაგ. Apple Play, Google Play) შეუძლიათ. 

ამგვარი მოუხერხებლობისა და ცალკეული ბარათის თან ტარების საჭიროება ბადებს კიხვას - რისთვისაა ბიომეტრიული ბარათები აუცილებელი მაშინ, როდესაც მობილური გადახდების ფუნქციები უამრავ თანამედროვე სმარტფონშია მოცემული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ბარათები მომხმარებლებს უფასოდ ეძლევათ, ეს სქემა პოტენციურად ხელმისაწვდომი და მომგებიანი იქნება იმ პირებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ - იქონიონ ძვირადღირებული თანამედროვე სმარტფონი. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now