Magdalena

Toyota კოსმოსში: იაპონური ავტომწარმოებელი მუშაობს მთვარის ყველგანმავალზე

Recommended Posts

კომპანია Toyota ძირითადად ცნობილია, როგორც ავტომობილების მწარმოებელი, თუმცა თავისი არსებობის მანძილზე მან მოასწრო სხვადასხვა სახის მოწყობილობების შექმნა, რომელთა შორისაა კოსმოსის „დამპყრობი“ რობოტიც კი. აღმოჩნდა, რომ იაპონური კომპანიის კოსმოსისადმი ინტერესი არათუ გაქრა, პირიქით - ახალი ძალით იჩინა თავი. Toyota-მ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა - შექმნას ყველგანმავალი, რომელიც განკუთვნილია მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გადაადგილებისთვის. 

image.jpeg 

სამგზავრო მთვარემავალზე მუშაობა მიმდინარეობს იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) დაკვეთით. სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დიდი თავისუფლება კოსმოსურ კვლევებში - მნიშვნელოვანია, რომ სურვილის ან საჭიროების შემხვევაში ასტრონავტებმა სკაფანდრების გახდაც შეძლონ. როგორც ჩანს, იაპონელებს სურთ მიაღწიონ იმ ვითარებას, როდესაც ადამიანებს შეეძლებათ სხვა კოსმოსურ ობიექტებზე თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. 

უკვე ცნობილია, რომ მთვარემავალი ორი მიკროავტობუსის ზომის იქნება, თუმცა მასში მხოლოდ ორი ადამიანი მოთავსდება. გამოყოფილი შიდა სივრცე საკმარისია იმისათვის, რომ მკვლევარებმა შეძლონ მძმე სკაფანდრების გახდა. მთვარემავალის კვებისთვის გამოყენებული იქნება მზის ენერგია - როგორც მოსალოდნელია, გათვალისწინებული ენერგია ტრანსპორტს ეყოფა 10 ათასი კილომეტრის გასავლელად. 

მთვარის ყველგანმავალის გაშვება დაგმილია 2029 წლისთვის. თავდაპირველად იგი მთვარეზე გაიგზავნება პილოტების გარეშე და ივლის ავტომატურ რეჟიმში, შემდგომ დაგეგმილ ადამიანთა ექსპედიაციას კი იგი ყველაზე მოსახერხებელ ადგილას დახვდება. 

ამ დროისთვის სააგენტო JAXA-ს დიდი ძალისხმევა მიმართულია ასტეროიდ რიუგუს შესწავლისკენ. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now