Jump to content

Microsoft-ი Xbox One-ისთვის ამზადებს თეთრ „ფანტასტიკურ“ კონტროლერს, სახელად Phantom


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Microsoft-ს ახალი შემოავაზება აქვს მათთვის, ვისაც სჭირდება ახალი კონტროლერი Xbox One-ის, კომპიუტერის, პლანშეტის ან Samsung Gear VR ჰედსეტისთვის.  ეს არ არის მანიპულატორ Elite-ის მეორე ვერსია, რომლის შესახებაც ხმები ვრცელდებოდა: ზემოთხსენებული კონტროლერი მორიგი სპეციალური გამოშვებაა და იგი წარმოდგენილია მხოლოდ თეთრ ფერში. 

image.jpeg 

კორპუსის ზედა და გვერდით ნაწილებს ნახევრად გამჭვირვალე გრადიენტი აქვთ, რომლის მიღმაც ჩანს PCB დაფა და შიდა მექანიზმები. უკანა მხარის ტექსტურა უზრუნველყოფს ხელში მოხერხებულად ჭერას. ფუნქციონალურად ახალი კონტროლერი არ განსხვავდება Xbox One-ის სტანდარტული მანიპულატორებისგან, აქვს Bluetooth და 3,5 მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენებისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ღილაკებს დანიშნულება შეუცვალონ აპლიკაცია Xbox Accessories-ს მეშვეობით. 

image.jpeg 

„დიზაინში ოპტიმალურადაა შერწყმული გარეგნული სილამაზე და სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები, რითაც ტექნოლოგიური სილამაზის ახლებური ხედვა იქმნება. ზემოდან ქვედა მიმართულებით კონტროლერის შეფერილობა იცვლება ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ზედაპირიდან მატირებულ გაუმჭვირვალე თეთრ ფერშ. ღილაკები, ჯოისტიკები და ბამპერები გადაწყვეტილია პრიალა თეთრ ფერშ ღია ნაცრისფერ აქცენტებთან ერთად“ - ამგვარად აღწერს Microsoft-ი ახალი აქსესუარის გარეგნულ იერსახეს. 

image.jpeg 

Phantom White Special Edition გაყიდვაში 2 აპრილს გამოვა და ეღირება 70 აშშ დოლარი. მათ კი, ვისაც სურს მსგავსი ფერის უფრო მძლავრი კონტროლერი, შეუძლიათ ყურადღება მიაქციონ გასულ წელს გამოშვებული კონტროლერის - Elite-ს თეთრ ვერსიას, რომლის ღიებულება 150 დოლარია. ევროპის რამოდენიმე ქვეყნაში მცხოვრებ მომხმარებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ Xbox Design Lab-ის მომსახურებით, რომლითაც შესაძლებელია სტანდარტული კონტროლერი ინდივიდუალურ ფერად შეიღებოს. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.