Magdalena

Reno – პირველი სმარტფონი კამერის ათმაგი zoom-ით

Recommended Posts

კომპანია OPPO- რამოდენიმე დღის წინ განაცხადა ახალი ბრენდის - Reno-ს შექმნის შესახებ. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ამ ბრენდის ქვეშ მოხდებოდა მხოლოდ ფლაგმანური სმარტფონების გამოშვება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალის პერსპექტივაში. არსებობს ალბათობა, რომ მომდევნო ახალი სმარტფონები ყველაზე მძლავრი შიდა კომპონენტებით იქნებიან წარმოდგენილნი, ბრენდის პირველ მოდელს კი ექნება Qualcomm Snapdragon 710 პროცესორი. თუმცა მხოლოდ ცალკრისტალიანი სისტემა არ იქნება მოწყობილობის მთავარი ღირსება. 

image.jpeg 

პირველ რიგში, Reno აღსანიშნავი იქნება 10-მაგი ზუმის მქონე სამი ძირითადი კამერითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით. სამთაგან ორი მოდულის გაფართოება შეადგენს 48 და 5 მეგაპიქსელს. მესამე სენსორის პარამეტრები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ძირითადი კამერა განთავსებული იქნება უკანა პანელის ზედა ცენტრალურ ნაწილში ვერტიკალურად. ქსელში უკვე გამოჩნდა Reno-ს პირველი ოფიციალური გამოსახულება, მხოლოდ უკანა ხედით. 
image.png 

ფრონტალური ნაწილის მონაცენები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მასზე განთავსდება FHD+ გაფართოების მქონე 6,4-დუიმიანი AMOLED დისპლეი ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერით. სელფი-კამერის გაფართოება 16 მეგაპიქსელს შეადგენს. სმარტფონის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს შედგება. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now