Jump to content

NASA-ს შორეული კოსმოსური სამგზავრო სისტემა თითქმის მზადაა


Recommended Posts

ნებისმიერს, ვინც ოცნებობს ადამიანები მარსზე იხილოს, გაახარებს ის ფაქტი, რომ NASA-მ ისაუბრა რაკეტებთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც ამ მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო. რაკეტა Space Launch System და Orion-ის კაფსულა ერთად მზადდება - აცხადებს NASA. სააგენტომ წარადგინა მიახლოებითი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია ორი კოსმოსური აპარატის აფრენა. უპილოტო საგამოცდო ფრენა მიახლოებით იგეგმება2020 წელს, მთვარის გარშემო პილოტირებული მისია კი - 2023 წლისთვის. 

image.jpeg 

ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო  SpaceX-ისა და NASA-ს ერთობლივი ღონისძიებისკენ, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური კაფსულა Crew Dragon-ი წარმატებით აფრინდა, მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე, მისი დაშვება ატლანტის ოკეანეში მოხდა. ამ ყველაფერმა გააჩინა იმის იმედი, რომ NASA მიიღებს ეკიპაჟის გაშვების საკუთარ, მზა პილოტრებულ სისტემას. 

Crew Dragon-ი, Boeing Starliner-თან ერთად NASA-ს შესაძლებლობას მისცემს გაგზავნოს ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე როდესაც საჭირო იქნება, თუმცა სააგენტოს შორეულ კოსმოსთან დაკავშირებული  ამბიციები  გაცილებით მეტ საიმედოობას მოითხოვს. 

სწორედ ამისათვისაა საჭირო სისტემა Space Launch System (SLS). იგი NASA-ს დიდი ფსონია შორეულ კოსმოსურ გეგმებში. კოლოსალური რაკეტა სააგენტოს საშალებას მისცემს განახორციელოს პილოტირებული მისიები მთვარეზე და საბოლოოდ კი შორეული პლანეტების მიმართულებით. 

მოსალოდნელია, რომ ივნისში დაგეგმილი ტესტირებით შემოწმდება უსაფრთხოების ის ზომები, რომლებიც კაფსულა Orion-შია მიღებული. ფრენის შეწყვეტის სისტემა, რომელიც გააქტიურდება სერიოზული პრობლემის წარმოქმნისას, ეკიპაჟს გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნის და საშალებას მისცემს დედამიწაზე ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდნენ. ივნისში დაგეგმილ გამოცდაში არ იქნება ართული SLS, Orion-ს კი მოათავსებენ გამწევ რაკეტაზე, რომელიც მას 10 ათას კილომეტრ სიმაღლემდე აიყვანს. 

SLS ჯერ კიდევ აწყობის ეტაპზეა, ინჟინრები ამ დროისთვის მუშაობენ მის სტრუქტურასა და ადაპტერებზე, რომლებითაც ყველა კომპონენტი ერთმანეთს დაუკავშირდება. NASA დარწმუნებულია, რომ ძვირადღირებული მისია წარმატებით ვითარდება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.