Jump to content

Airbus-მა წარადგინა მფრინავი ტაქსის - CityAirbus-ის პირველი პროტოტიპი


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Airbus-ა გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში მოაწყო თავისი პირველი მფრინავი ტაქსის - CityAirbus-ის პრეზენტაცია. 

მფრინავ აპარატ CityAirbus-ს შეუძლია გადაადგილდეს 120 კმ/სთ სიჩქარით 30 კილომეტრის მანძილზე. ეს ტაქსი მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში 2025 წელს გამოჩნდება. მფრინავი ტაქსის წონა 2,2 ტონას აღემატება. მის შიგნით არის ორი ადგილი მგზავრებისთვის და ერთი - მძღოლისთვის, თუმცა ამ ტაქსიში ინტეგრირებული იქნება უპილოტო გადაადგილების ფუნქციაც. CityAirbus-ის ღირებულება 1 მლნ ევროს შეადგენს. 

 

image.png 

ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემის წყალობით CityAirbus-ს არ სჭირდება დიდ ფართობის საფრენი მოედნის გამოყენება. უახლოეს პერიოდში გერმანიის ხელისუფლება დაიწყებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რომლის მიხედვითა ნებადართული იქნება ქალაქის პირობებში საფრენი აპარატების ტაქსებად ან პირად ტრანსპორტად გამოყენება. 

მიუხედავად პრეზენტაციისა, Airbus-ს ამ დრომდე არასდროს განუხორციელებია CityAirbus-ის ფრენის სახალხოდ გამოცდა. გარდა ამისა, მცირე ხნის წინ Airbus-მა, Audi-მ და Italdesign-მა წარადგინეს მომავლის საფრენი კაფსულა-ტაქსის - Pop.Up-ის მოდელი. 

მფრინავი ტაქსებისადმი ამჟამად მელ მსოფლიოში შეინიშნება გაზრდილი ინტერესი. ჰოლანდიური კომპანია PAL-V უკვე წინასწარ შეკვეთებს იებს მსოფლიოში პირველ სერტიფიცირებულ მფრინავ ავტომობილზე. დრონების ჩინური მწარმოებელი Ehang-ი კი თავის ერთადგილიან უპილოტო აპარატებს მიაწვდის დუბაის ხელისუფლებას - მათი მოქმედებაში მასიურად დანერგვა მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება. აგრეთვე თავისი პირველი სამგზავრო დრონის ტესტირება უკვე განახორციელა კომპანია Passenger Drone-მა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.