Jump to content

Microsoft-მა გამოუშვა უფასო სასწავლო ონლაინ-კურსები ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Microsoft-მა წარადგინა AI Business School - უფასო ონლაინ-სკოლა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. ჯერჯერობით კურსები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია, რომ AI Business School-ის ვიდეოები სხვა ენებზეც გადაითარგმნება. 

AI Business School-ის კურსი შედგება ოხი მოდულისგან - ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის კურსის ცვლილება ტექნოლოგიის წარმატებული მუშაობისთვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტის ძირითადი მიმართულებებისა და მისი ქვესისტემების მიმოხილვა. 

AI Business School-ის ლექციების ხანგრძლივობა დაახლოებით ათი საათია. თითოეული გაკვეთილი ათ წუთე დიდხანს არ გრძელდება - Microsoft-ი ითვალისწინებს კომპანიების ტოპ-მენეჯერების ინტერესებს, რომელთაც დატვირთული გრაფიკი აქვთ და არ გააჩნიათ იმდენი დრო, რომ ხანგრძლივ ლექციებს უსმინონ. 

კურსებში შედის ათი ქეისი, ხუთი ლექცია, ხუთი პრაქტიკული ხელმძღვანელობა, 15 მონათხრობი მენეჯერებისთვის და შვიდი ტექნიკური ქეისი. 

AI Business School-ის მომხსენებლები და სპიკერები იქნებიან Microsoft-ის წამყვანი მენეჯერები, ბიზნეს-სკოლა Insead-ისა და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტი დანერგეს თავიანთ ბიზნეს-პროცესებში. სამომავლოდ სპიკერების რაოდენობა გაიზრდება.  

ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა ბოლო წლების ტრენდია. მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფინეთის ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის მოსახლეობის 25%-ს - დაახლოებით 1 მლნ ადამიანს ასწავლოს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებასთან მუშაობა. Elements of AI-ის ონლაინ-კურსის გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია ფინურ და ინგლისურ ენებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.