Magdalena

სიახლე Toyota-სგან: ცრემლსადენი გაზი მანქანის გამტაცებლებისთვის

Recommended Posts

აშშ-ის პატენტებისა და სავარო მარკების მართვის სააგენტომ (USPTO) აღმოაჩინა Toyota-ს საპატენტო განაცხადი ე.წ. „ავტომობილის არომატიზატორის დისპენსერის (Vehicle fragrance dispenser) შესახებ.  

image.jpeg 

იდეა მდგომარეობს შემდეგში: ავტომობილში დაინერგება სისტემა, რომელიც არომატიზატორს გააფრქვევს სალონში. ამისათვის გამოყენებული იქნება სპეციალური ბლოკი არომატული კომპონენტებით. 

არომატიზატორი გავრცელდება ბორტის კლიმატ-კონტროლის საჰაერო დეფლექტორებით. ამასთან, Toyota-ს აქვს შემოთავაზება - ამ სისტემას რამოდენიმე დამატებითი ფუნქცია დაემატოს.  

თითოეულ მძღოლი შეძლებს ავტომატურად აირჩიოს საჭირო არომატი. პიროვნების ამოცნობა განხორციელდება მომხმარებლის მიერ ავტომობილთან სმარტფონის მიახლოებისას. 

image.jpeg 

უფრო მეტიც, სისტემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც გატაცების საწინააღმდეგო საშუალება. ძრავის არასანქცირებული ამოქმედებისას გამტაცებელს სახეში შეეფრქვევა ცრემლსადენი გაზი. 

Toyota-ს ეს იდეა ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ამ დროისთვის ცრემლსადენის გაზის გაფრქვევის სისტემის დანერგვის შესახებ კონკრეტული პრაქტიკული საუბარი არ მიდის. 

ხსენებულ პატენტზე განაცხადი კომპანიამ გასული წლის აგვისტოში შეიტანა, დოკუმენტი კი მიმდინარე თვეში გასაჯაროვდა. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now