Jump to content

NASA-მ მთვარეზე წყლის წარმოშობის ერთ-ერთი თეორია უარყო


Recommended Posts

ატმოსფეროს არარსებობისა და სუსტი გრავიტაციის გამო მთვარეზე შეუძლებელია დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება. ამის მიუხედავად, წყლის მცირე რაოდენობა იქ მაინც არის - ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, იყო 2018 წელს, როდესა ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan-1-მა დაადასტურა ზედაპირზე ყინულის არსებობა. მცირე ხნის წინ კოსმუსურმა აპარატმა LRO-მ შეძლო ისტორიაში პირველად თვალყური მიედევნებინა მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულების გადაადგილებისთვის და დაკვირვების შედეგად მოხდა თეორიის უარყოფა, რომლის ანახმადაც ითვლებოდა, რომ სითხე მზის არების მოქმედების შედეგად წარმოიშვებოდა. 

image.jpeg 

ამ დრომდე მეცნიერებს ორი თეორია ჰქონდათ მთვარეზე წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით. პირველის თანახმად, მოხდა წყლის „ტრანსპორტირება“ ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით. მეორე თეორია უფრო დამაჯერებლად ჟღერდა - მიიჩნეოდა, რომ წყალი მთვარეზე მუდმივად წარმოიქმნება წყალბადისა და ჟანგბადის შემცველი მზის ქარების ზეგავლენით. 

იმისათვის, რომ თვალყური ედევნებინა წყლის მოლეკულებისთვის, NASA-მ ააგო აპარატი LRO. აღმოჩნდა, რომ მთვარის ზედაპირზე არც იმდენი რაოდენობის წყალია, როგორც აქამდე ივარაუდებოდა. მკვლევარებმა აღმოაჩნეს ისიც, რომ დღის ყველაზე თბილ მონაკვეთში წყლის მოლეკულები ან კოსმოსში მიფრინავენ, ან გადაადგილდებიან თანამგზავრის ბნელი ადგილებისკენ. 

მეცნიერები მიხვდნენ, რომ თუკი მეორე თეორია სწორია, იმ დროს, როდესაც მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილშია და მზის ქარები არ არის, წყლის მოლეკულების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს. მათ გასაკვირად კი, ინსტრუმენტმა LAMP-მა, რომელიც LRO-ს ნაწილია, ვერ დააფიქსირა ვერანაირი ცვლილება წყლის მოლეკულებში. ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი თეორია ეჭვის ქვეშ დადგა. 

ცვლილებების არარსებობაც იმაზე მეტყველებს, რომ სიხე იმდენად სწრაფად არ ქრება მთვარიდან, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. შესაძლებელია, წყალი გრუნტში გროვდებოდეს და ეს ინფორმაცია უკიდურესად მნშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდეს მთვარეზე სადგურის აგებისთვის, რომელიც ადამიანებს დაეხმარება მარსამდე და სხვა შორეულ პლანეტებამდე მიღწევაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.