Magdalena Posted March 13, 2019 Share Posted March 13, 2019 ატმოსფეროს არარსებობისა და სუსტი გრავიტაციის გამო მთვარეზე შეუძლებელია დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება. ამის მიუხედავად, წყლის მცირე რაოდენობა იქ მაინც არის - ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც ეს ფაქტი დადასტურდა, იყო 2018 წელს, როდესაც ინდურმა თანამგზავრმა Chandrayaan-1-მა დაადასტურა ზედაპირზე ყინულის არსებობა. მცირე ხნის წინ კოსმუსურმა აპარატმა LRO-მ შეძლო ისტორიაში პირველად თვალყური მიედევნებინა მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულების გადაადგილებისთვის და დაკვირვების შედეგად მოხდა თეორიის უარყოფა, რომლის თანახმადაც ითვლებოდა, რომ სითხე მზის ქარების მოქმედების შედეგად წარმოიშვებოდა. ამ დრომდე მეცნიერებს ორი თეორია ჰქონდათ მთვარეზე წყლის წარმოშობასთან დაკავშირებით. პირველის თანახმად, მოხდა წყლის „ტრანსპორტირება“ ასტეროიდებისა და კომეტების მეშვეობით. მეორე თეორია უფრო დამაჯერებლად ჟღერდა - მიიჩნეოდა, რომ წყალი მთვარეზე მუდმივად წარმოიქმნება წყალბადისა და ჟანგბადის შემცველი მზის ქარების ზეგავლენით. იმისათვის, რომ თვალყური ედევნებინა წყლის მოლეკულებისთვის, NASA-მ ააგო აპარატი LRO. აღმოჩნდა, რომ მთვარის ზედაპირზე არც იმდენი რაოდენობის წყალია, როგორც აქამდე ივარაუდებოდა. მკვლევარებმა აღმოაჩნეს ისიც, რომ დღის ყველაზე თბილ მონაკვეთში წყლის მოლეკულები ან კოსმოსში მიფრინავენ, ან გადაადგილდებიან თანამგზავრის ბნელი ადგილებისკენ. მეცნიერები მიხვდნენ, რომ თუკი მეორე თეორია სწორია, იმ დროს, როდესაც მთვარე ჩვენი პლანეტის ჩრდილშია და მზის ქარები არ არის, წყლის მოლეკულების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს. მათ გასაკვირად კი, ინსტრუმენტმა LAMP-მა, რომელიც LRO-ს ნაწილია, ვერ დააფიქსირა ვერანაირი ცვლილება წყლის მოლეკულებში. ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი თეორია ეჭვის ქვეშ დადგა. ცვლილებების არარსებობაც იმაზე მეტყველებს, რომ სითხე იმდენად სწრაფად არ ქრება მთვარიდან, როგორც აქამდე მიიჩნეოდა. შესაძლებელია, წყალი გრუნტში გროვდებოდეს და ეს ინფორმაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდეს მთვარეზე სადგურის აგებისთვის, რომელიც ადამიანებს დაეხმარება მარსამდე და სხვა შორეულ პლანეტებამდე მიღწევაში. https://hi-news.ru/space/nasa-oprovergla-odnu-iz-teorij-poyavleniya-vody-na-lune.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.