Magdalena

Samsung-მა წარადგინა კრიპტო საფულე და Dapps - Galaxy S10 სმარტფონის მომხმარებლებისთვის

Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Samsung-მა სულ ახლახანს წარადგინა კრიპტო საფულე თვისი ახლად გამოშვებული ფლაგმანური სმარტფონის - Galaxy S10-სთვის. 

CoinDesk Korea-ს ანგარიშის მიხედვით, დღესღეობით Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე თავსებადია მხოლოდ Ethereum-თან (ETH) და ETH-ის ბაზაზე შექმნილ  ERC20 ტოკენებთან. საფულეს ჯერჯერობით არ აქვს Bitcoin-ის მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ მისი ლოგპი უკვე გამოჩნდა საპრეზენტაციო გამოსახულებებზე. 

საფულეს აგრეთვე აქვს ოთხი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (dapps) მხარდაჭერა: კრიპტო გეიმინგ-პლატფორმა Enjin, კოსმეტიკური beauty-ქომიუნითი Cosmee, კრიპტო საკოლექციო პლატფორმა CryptoKitties და სავაჭრო საგადასახადო სერვისი CoinDuck. 

საფულის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ Galaxy S10 სმარტფონზე მაღაზიიდან - Samsung Galaxy. კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს სერვისის გაფართოებას უფრო მეტ მოწყობილობებსა და კრიპტოვალუტებზე მომავალში. 

სმარტფონის მიწოდება ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყო. 

ეს სიახლე ცნობილი გახდა რამოდენიმე კვირის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც Samsung-მა პირველად დაადასტურა, რომ იგი S10 სერიის მფლობელებს შესთავაზებს კრიპტოვალუტების პრივატული გასაღებების საცავს (key storage-ს). ამ მოვლენიდან მცირე დროის შემდეგ კომპანიამ გაასაჯაროვა საცავის -  Blockchain Keystore-ის შესახებ პირველადი დეტალები. როგორც აღმოჩნდა, Blockchain Keystore-ს აქვს სამი ვრცელი შესაძლებლობა: გადახდები სავაჭრო დაწესებულებებში, ციფრული ხელმოწერები და კრიპტოვალუტების შენახვა და ტრანსფერი.  

Samsung-ის ბლოკჩეინ-საფულე გამოყენებული იქნება Blockchain Keystore-თან ერთად, მისი დანიშნულებაა გაამარტივოს ტრანზაქციის პროცესი ტექნოლოგიაში ჩართული ახალბედებისთვის - აცხადებს CoinDesk Korea. მხარდაჭერილი აპლიკაციის - CoinDuck dapp-ის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ გადასახადის/საფასურის გადახდა. 

მომხმრებლებს აქვთ საშუალება აპლიკაციით შეიყვანონ გადასახდელი თანხა, დაასკანრონ სავაჭრო QR-კოდი, დააჭირონ ღილაკს „accept“ და განხორციელდება გადახდა Samsung-ის საფულიდან.  

CoinDuck-ის მშობელი კომპანია Chain Partners-ი აცხადებს: 

„მოუხერხებელი იყო გამყიდველის საფულის მისამართის კოპირება და მისი ჩასმა პირად საფულეში. ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ CoinDuck-ისა და Samsung-ის ბლოკეინ-საფულის გამოყენება“. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now