Magdalena

Mercedes-Benz-მა წარადგინა თავისი პირველი რეალური სარბოლო ელექტრომობილის კონცეპტი

Recommended Posts

ჟენევის ავტოსალონში Mercedes-Benz-მა საზოგადოებას წარუდგინა თავისი პირველი მთლიანად ელექტრო სარბოლო ავტომობილი, სახელად EQ Silver Arrow 01. მისი სახელწოდებაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს მანქანა მონაწილეობას მიიებს Formula E-ის შეჯიბრებაზე სხვა ელექტრომობილებთან ერთად. ეს შეჯიბრი 2019 წლის ბოლოს გაიმართება. პირველად Formula E შედგა 2014 წელს, როგორც Formula 1-ის ელექტრო-ალტერნატივა. 

image.jpeg 

ის, რაც უმნიშვნელო იდეიდან დაიწყო, იქცა კანონერ სპორტად, თუმცა იგი ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებულად იმართება. ამ დროისთვის რბოლა უკვე მეხუთე სეზონს ითვლის და ყოვეთვიურად მას უერთდება უამრავი სხვადასხვა ავტომწარმოებელი, მათ შორისაა Audi, BMW, Nissan და Jaguar. მომდევნო წლის დასაწყისში მათ რიგს შეუერთდება Porsche-ც. 

Formula E-ს რომ შეუერთდებოდა, ამის შესახებ Mercedes-Benz-მა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა. იგი სათავეში ჩაუდგება გუნდს - HWA-ს, რომელიც უკვე მონაწილეობს Formula E-ში. ეს ფაქტი ავტომწარმოებელს დაეხმარება რბოლა ღირსეულად დაიწყოს.   

EQ Silver Arrow 01 - ეს არის რბოლისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის აწყობაც Mercedes-Benz-ს ნულიდან არ დაუწყია. Formula E-მ შასების აგება დაავალა ფრანგულ და იტალიურ მწარმოებლებს - Spark-სა და Dallara-ს. Atieva-მ შექმნა 52 კვტ-იანი აკუმულატორი Sony-ს ელემენტების გამოყენებით, მისი ინტეგრირება კი McLaren-მა მოახდინა. ჯამში, ავტომობილის სიმძლავრე 340 ცხენის ძალაა, იგი ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს 2,7 წამში და იწონის დაახლოებით ერთ ტონას. 

image.jpeg 

თუმცა Formula E ავტომწარმოებლებს ნებას რთავს შეიმუშავონ საკუთარი ტრანსმისიები, მათ შორის - ელექტროძრავი, გადაცემათა კოლოფი და ინვერტორი - რეალურად, ყველაფერი, რაც აკუმულატორს უერთდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ავტომწარმოებლებისთვის ტექნოლოგიის გამოსაცდელი „სტენდია, აგრეთვე ამგვარი მიდგომა წარმოადგენს მარკეტინგულ სვლას იმ მანქანათმშენებლებისთვის, ვინც მიესალმება ელექტრომობილების განვითარებას. 

Formula E ჩვენთვის სრულიად ახალი სათამაშო არენა იქნება“ - აცხადებს  Mercedes-Benz Motorsport-ის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი. – „თუმცა მოუთმენლად ველით როდის მოვახდენთ ჩვენი ელექტროძრავების წარმადობის დემონსტრირებას ავტოსპორტში და დადებით იმპულსს მივცემთ EQ ბრენდს“. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now