Magdalena

Apple-ის AR-ჰედსეტის მუშაობისთვის iPhone იქნება საჭირო

Recommended Posts

ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Apple- შესაძლოა გამოუშვას შერეული რეალობის (AR) ჰედსეტი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპროექტებს ჰიბრიდულ - შერეული/ვირტუალური რეალობის  ჰედსეტს, რომელსაც ექნება 8K-დისპლეი. ამჯერად კი ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo, რომელიც ცნობილია საკმაოდ ზუსტი პროგნოზების გავრცელებით, საზოგადოებას უზიარებს ახალ დეტალებს კორპორაციის AR-გაჯეტთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

ბატონი Kuo-ს თქმით, Apple-მა AR-ჰედსეტის მასობრივი წარმოება შესაძოა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყოს. გამორიცხული არ არის გარკვეული შეფერხებები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოწყობილობის გამოშვება ორგანიზებული იქნება არა უგვიანეს 2020 წლის მეორე კვარტლამდე. ამგვარად, როგორც ჩანს, ახალი ჰედსეტი მომავალ წელს გამოჩნდება. 

Ming-Chi Kuo ამტკიცებს, რომ ჰედსეტის მუშაობისთვის საჭირო იქნება iPhone. სმარტფონი იმოქმედებს როგორც „ცენტალური ტვინი“ - უზრუნველყოფს რესურსებთან, ინტერნეტთან წვდომას და ა.შ. 

image.jpeg 

თავად AR-ჰედსეტი შეასრულებს პორტატული დისპლეის ფუნქციებს სენსორების ნაკრებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სმარტფონთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, უზრუნველყოფილი იქნება უსადენო კავშირი. 

ჯერჯერობით უცნობია, ავტონომიურობის რა მაჩვენებლები ექნება AR-ჰედსეტისა და iPhone-ის კავშირს. ცხადია, გამოსახულების დამუშავეა-აგებისთვის საჭირო იქნება სმარტფონის სწრაფი დატენვის რეჟიმი. 
https://3dnews.ru/983976 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now