Magdalena Posted March 11, 2019 Share Posted March 11, 2019 ჯერ კიდევ 2017 წელს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ Apple-მა შესაძლოა გამოუშვას შერეული რეალობის (AR) ჰედსეტი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია აპროექტებს ჰიბრიდულ - შერეული/ვირტუალური რეალობის ჰედსეტს, რომელსაც ექნება 8K-დისპლეი. ამჯერად კი ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo, რომელიც ცნობილია საკმაოდ ზუსტი პროგნოზების გავრცელებით, საზოგადოებას უზიარებს ახალ დეტალებს კორპორაციის AR-გაჯეტთან დაკავშირებით. ბატონი Kuo-ს თქმით, Apple-მა AR-ჰედსეტის მასობრივი წარმოება შესაძლოა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყოს. გამორიცხული არ არის გარკვეული შეფერხებები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მოწყობილობის გამოშვება ორგანიზებული იქნება არა უგვიანეს 2020 წლის მეორე კვარტლამდე. ამგვარად, როგორც ჩანს, ახალი ჰედსეტი მომავალ წელს გამოჩნდება. Ming-Chi Kuo ამტკიცებს, რომ ჰედსეტის მუშაობისთვის საჭირო იქნება iPhone. სმარტფონი იმოქმედებს როგორც „ცენტალური ტვინი“ - უზრუნველყოფს რესურსებთან, ინტერნეტთან წვდომას და ა.შ. თავად AR-ჰედსეტი შეასრულებს პორტატული დისპლეის ფუნქციებს სენსორების ნაკრებით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სმარტფონთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, უზრუნველყოფილი იქნება უსადენო კავშირი. ჯერჯერობით უცნობია, ავტონომიურობის რა მაჩვენებლები ექნება AR-ჰედსეტისა და iPhone-ის კავშირს. ცხადია, გამოსახულების დამუშავება-აგებისთვის საჭირო იქნება სმარტფონის სწრაფი დატენვის რეჟიმი. https://3dnews.ru/983976 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.