Jump to content

ASUS ROG PNK LTD: ორიგინალური ფერის გეიმინგ-აქსესუარები


Recommended Posts

კომპანია ASUS-ის ქვეგანყოფილება Republic of Gamers-მა (ROG) წარადგინა შეზღუდული სერიის ახალი გეიმინგ-აქსესუარები, ესენია: 

  • კლავიატურა  ROG Strix Flare; 

  • მაუსი ROG Gladius II Origin; 

  • ჰედსეტი ROG Strix Fusion 300; 

  • მაუსპედი ROG Sheath. 

image.jpeg 

ყველა აქსესუარი შესრულებულია ორიგინალუ ფერთა გამაში - დომინირებს ვარდისფერი, რომელსაც ნაცრისფერი აქცენტები აქვს დამატებული. ამგვარად, აქსესუარები პირველ რიგში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო დააინტერესებთ. 

image.jpeg 

ROG Strix Flare კლავიატურის ზედაპირი გაყოფილია დიაგონალური ხაზით. კორპუსი ვარდისფერია, ხელის დასაყრდნობი მოსახსნელი სადგამი - ღია ნაცრისფერი. გარდა ამისა, რუხ ფერშია გადაწყვეტილი მედიაფლეიერის მართვის ღილაკები მარცხენა კუთხეში, ასევე ხმის მარეგულირებელი და ციფრებისა და ასოების კლავიშები ცალკეულ ციფრულ ბლოკზე.  გათვალისწინებულია ღილაკების ინდივიდუალური მრავალფეროვანი განათება. კლავიატურა წარმოდგენილი იქნება Cherry MX გადამრთველების სხვადასხვა ვარიანტით - Red, Brown და Blue. 

image.jpeg 

ROG Gladius II Origin მაუსს აქვს ოპტიკური სენსორი PixArt 3360, 12 000 DPI გაფართოებით და Omron-ის გადამრთველები, რომლებიც გათვლილია 50 მილიონჯერ გამოყენებაზე. მანიპულატორის კორპუსი და ძირითადი ღილაკები ვარდისფერია, დანარჩენი ელემენტები - რუხი. კომპლექტი შეიცავს ორ სადენს: მტკიცე დაწნული და ჩვეულებრივი, რომელიც ან სატარებლად მოსახერხებელია. განსაკუთრებული კონსტრუქცია საშუალებას იძლევა მარტივად შეიცვალოს გადამრთველები, თუკი საჭირო იქნება სხვა დონის სიმკვეთრე ან შესაცვლელი გახდება დაზიანების გამო. 

 image.jpeg 

PNK LTD სერიის ჰედსეტი ROG Strix Fusion 300 წარმოდგენილია 50-მილიმეტრიანი ყურსასმენებით - ASUS Essence. მხარდაჭერილია 7.1.  ფორმატის ვირტუალური სივრცითი ხმა. იმისათვის, რომ თამაშის ხმები იყოს უფრო რეალისტური, სუფთა და ყოვლისმომცველი, გაზრდილია დინამიკის გარშემო აკუსტიკური კამერების ზომა. მოწყობილობა ვარდისფერია, ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ყურსასმენები და ნაწილი, რომელიც თავს ეხება - რუხი. ჰესდეტს მოყვება ორი კაბელი: USB-კონექტორიანი და ჩვეულებრივი 3,5 მილიმეტრიანი მაერთებლით. 

image.jpeg 

და ბოლოს, მაუსპედი ROG Sheath გაყოფილია დიაგონალური ხაზით ვარდისფერ და რუხ მონაკვეთებად. ზედაპირის მტკიცე მასალა უზრუნველყოფს მანიპულაციების სიზუსტეს. უკანა მხარის წყალობით კი მაუსპედი საიმედოდ ფიქსირდება მაგიდის ზედაპირზე და არ მოძრაობს მაუსის მკვეთრი მოძრაობების დროს. მაუსპედის ზომაა 890 × 430 მმ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.