Jump to content

დესტოპ-სამკუთხედი: უცნაური ნეტტოპი Acute Angle AA Intel-ის პლატფორმაზე


Recommended Posts

ქსელურმა რითეილერებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება მცირე ფორმ-ფაქტორის უჩვეულ დესკტოპ-კომპიუტერზე: წარმოგიდგენთ მოწყობილობას - Acute Angle AA. 

image.jpeg 

მოწყობილობის კორპუსს სამკუთხედის ფორმა აქვს. კონსტრუქციაშ გამოყენებულია ალუმინი, ზედაპირის ძირითადი ნაწილი კი ხისგანაა დამზადებული. ამგვარად, ნეტტოპი სხვა ანალოგიური მოწყობილობებისგან ორიგინალური გარეგნული სახით გამოირჩევა. 

image.jpeg 

Acute Angle AA-ს აპარატულ ბაზას წარმოადგენს პლატფორმა Intel Apollo Lake. გამოყენებულია პროცესორი Celeron N3450, რომელიც შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს ტაქტის სიხშირით 1,1 გჰც-მდე (2,2 გჰც-მდე მაქსიმალური) და გრაფიკულ კონტროლერს - Intel HD Graphics 500. 

image.jpeg 

კომპიუტერს აქვს LPDDR3 ტიპის 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 64-გიგაბაიტიანი  ფლეშ-მოდული eMMC 5.1 (შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი SSD-ბარათის დაყენება). აგრეთვე აქვს სამი პორტი USB 3.0 და HDMI 2.0a ინტერფეისი, რომელიც უზრუნველყოფს გამოსახულებას 4K/60р ფორმატში. 

image.jpeg 

კომპიუტერულ ქსელთან სადენიანი მიერთებისთვის გათვალისწინებულია კონტროლერი Gigabit Ethernet. უსადენო კავშირს უზრუნველყოფს ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 4.0 LE. 

მოწყობილობის გაბარიტები შეადგენს 255 × 255 × 40 მილიმეტრს, წონა - 660 გრამს. გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10. Acute Angle AA ნეტტოპის შეძენა შესაძლებელია 200 აშშ დოლარად.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.