Jump to content

თეორია „ბაყაყი მდუღარეში“ - სამომავლო პროგნოზები


Recommended Posts

ადამიანები კარგად ადაპტირებენ დედამიწაზე მიმდინარე გლობალურ დათბობასთან - დამტკიცებულია კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის კვლევებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროცესის ნელი ტემპის გამო ადამიანები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სერიოზულ ცვლილებებს და ეჩვევიან მუდმივად მზარდ ტემპერატურას. ერთი შეხედვი, ეს სიახლე შესაძოა დადებითი ჩანდეს, თუმცა რეალურად ძალიან შემაშფოთებელია - მკვლევარები თვლიან, რომ გარკვეულ მომენტში ადამიანები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებიან ისე, რომ ვერ შენიშნეს სიცოცხლისთვის საშიში ცხელი კლიმატის ჩამოყალიბება. 

image.jpeg 

XIX საუკუნეში მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია, რომელსაც ეწოდა „ბაყაყი მდუღარეში“. მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცხელ წყალში მოთავსებული ბაყაყი ვერ შეამჩნევდა ყლის ტემპარატურის მატებას და ერთხელაც ცოცხლად მოიხარშებოდა ისე, რომ ვერც გაიგებდა რა მოხდა.  მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია უკვე უარყოფილია, თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მომავალში შესაძლოა ადამნებს იგივე ბედი ეწიოთ, რაც ბაყაყს ზემოთხსენებული ორიგინალური ექსპერიმენტის შედეგად. 

2014-დან 2016 წლამდე პერიოდში მკვლევარების გუნდი იკვლევდა სოციალურ ქსელებში განთავსებულ მილიარდობით შეტყობინებას ამინდის შესახებ. ისინი აკვირდებოდნენ მომხმარებლების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ამინდის შესახებ ცნობებს და ადამიანების მდგომარეობას. შესადარებლად, თუ როგორ რეაგირებენ ადმიანები დღესეობით მომატებულ ტემპერატურაზე, შეგროვებული მონაცემები შედარებულ იქნა 1981-1990 წლების ტემპერატურის მაჩვენებლებთან. 

აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად რეაგირებენ სეზონისთვის არატიპიურ ამინდზე: მაგალიად, თბილ ზამთარსა და ცივ ზაფხულზე. თუმცა ეს რეაქცია მათ მიერ სწრაფად დავიწყებადია - რამოდენიმე წელში იწყებენ თბილი ზამთრების ან სხვა ანომალიური მოვლენების აღქმას ნორმალურ პირობებად. 

„ეს მოვლენა ნამდვილად ჰგავს „მდუღარეში მჯდარი ბაყაყის სინდრომს.“ ადამნებმა დაიწყეს იმ ცვლილებებთან შეჩვევა და ადაპტირება,  რომელთა მოგვარებაც სურთ და საჭიროა“ - აცხადებს კლიმატის სპეციალისტი ფრენსის მური. 

მოცემულმა ფაქტმა მეტად შეაშფოთა მკვლევარები, თუმცა ისინი თვლიან, რომ ერთხელაც ბუნება ადამიანებს თავს შეახსენებს. ყველაზე დიდი ალბათობით, ადამიანები შეამჩნევენ ხანძრების შემთხვევების მატებას, გახშირებულ  შტორმებსა და გვალვებს. ამგვარი კატასტროფები ყველაზე მკაცრად შეახსენებს ადამიანებს პლანეტის მდგომარეობას და მათ სასწრაფოდ მოუწევთ საჭირო ზომების მიება. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.