Magdalena Posted March 5, 2019 Share Posted March 5, 2019 ვიდეო ბარათების გაყიდვების მოცულობა კლებას აგრძელებს. ანალიტიკურმა კომპანია Jon Peddie Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასახულია 2018 წლის ბოლომდე გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების სისტემატიზაცია. არა მარტო ექსპერტებისთვის, ყველასთვის ცხადია მიზეზი - კრიპტომაინინგის ტალღის ჩაცხრობის შემდეგ მაინინგში გამოყენებული ასიათასობით ვიდეო ბარათი აღმოჩნდა მეორად ბაზარზე. 2019 წლის პროგნოზები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლება, მეორადი ბაზარი კრიტიკულადაა გადავსებული. გამოყენებული ვიდეო ბარათების ასორტიმენტი დიდია ნებისმიერი გამოვნებისთვის - იდეალური მდგომარეობიდან დაწყებული - ბოლომდე დეგრადირებული ბარათებით დამთავრებული, მძლავრი GeForce GTX 1080 Ti-დან დაწყებული - ეკონომიური GeForce GTX 1050 ბარათით დამთავრებული. და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია საკმაოდ დემოკრატიულ ფასად - 35-45%-იანი ფასდაკლება უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. 2018 წლის მეოთხე კვარტლის გაყიდვები 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 20%-ით. ჯამური რაოდენობა, მობილური GPU-ების ჩათვლით, NVIDIA-ს შემთხვევაში 7,6%-ით, AMD-ის შემთხვევაში კი 6,8%-ით შემცირდა მიუხედავად წინასაახალწლო სეზონისა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა - „რაზე ფიქრობდა ბატონი ჯენსენ ჰუანგი, როდესაც უშვებდა RTX-სერიას ამხელა ფასითა და წარმადობით?“ ინტერნეტში ბოლო დროს უამრავი ანეკდოტი ვრცელდება მაინერებზე, რომლებმაც კრედიტები აიღეს და ვერ მიასწრეს „ფანტასტიკური მოგების მატარებელს“, თუმცა ჯენსენ ჰუანგის სამომავლო რწმენა და ოპტიმიზმი ამ პერსონაჟებს აღემატება. საერთო ჯამში AMD და NVIDIA პოზიციების კარგვას აგრძელებენ გრაფიკული პროცესორების მწარმოებლებს შორის. მეოთხე კვარტალში NVIDIA-ს საბაზრო წილი 0,8%-ით შემცირდა, AMD-სი - 0,6%-ით. მთელი ეს 1,4% გადავიდა კომპანია Intel-ის სასარგებლოდ. https://overclockers.ru/blog/d1my4/show/24641/prodazhi-videokart-stremitelno-padajut-vtorichka-perepolnena 1 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 5, 2019 Share Posted March 5, 2019 ლოლ ეგ სამ ვენტილატორიანი სურათზე ისეთი მტვრიანია რომ მეორადი პროდუქციის ყიდვა აღარ მოგინდება მაგის შემდეგ, სამ თვეში ერთხელ ვწმინდავ ხოლმე მე ისე მაინინგ რიგს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gobro Posted March 5, 2019 Share Posted March 5, 2019 ამ დონემდე რო მიიყვან ვიდეო კარტას ან სისტემას რავიცი. არც კომპიუტერის ღირსი ხარ და არც არაფრის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 5, 2019 Share Posted March 5, 2019 ღია მაინინგ რიგები განსაკუთრებით სადმე გარაჟში თუ გაქვს ან დიდ ნაქირავებ შენობაში გაშვებული ძალიან მალე იმტვერება, ეგეთი მტვერი შეიძლება 6 თვის შემდეგაც კი აიკიდოს უკვე კარტამ თუ არ გაწმინდავ ხოლმე, რავი გეიმერი თუ არ გახსნის კეისს გასაწმენდათ 1.5 წლის შემდეგ კი დახვდება ეგეთი სიტუაცია ალბათ ლოლ, მე 6 თვეში ერთხელ მთლიანათ ვწმინდავ ხოლმე კეისს ისე კი ხშირ-ხშირი გახსნა დახურვები არ მიყვარს მითუმეტეს ყველაფერი კარგათ როცა მუშაობს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.