Jump to content

ფასების ცვლილებები Samsung-ის, Apple-ისა და Google-ის ფლაგმანებზე 2011 წლიდან მოყოლებული


Recommended Posts

გამომცემლობა Bloomberg-მა გამოაქვეყნა საინტერესო გრაფიკი, სადაც ასახულია თუ როგორ ძვირდებოდა ფასები Apple-ის, Samsung-ისა და Google-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე. Google-ის სმარტფონების ისტორი მხოლოდ 2016 წლიდან იწყება, როდესაც გამოვიდა პირველი თაობის Pixel-ი. სერია Nexus-ის სმარტფონების გათვალისწინება ავტორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ. გრაფიკში ნახსენებია აგრეთვე დასაკეცი სმარტფონი Huawei mate X, თუმცა Huawei-ს სხვა ფლაგმანები წარმოდგენილი არ არის. 

image.jpeg 

მაშ ასე, 2011-2012 წლებში iPhone 4s და Phone 5 Samsung-ის ფლაგმანურ სმარტფონებზე გაცილებით ძვირი იყო. მათი ფასი შეადგენდა  650-დან 850 დოლარ. Galaxy SII-სა დაGalaxy SIII-ის ფასი შეადგენდა დაახლოებით 600 დოლარს, Galaxy Note და Galaxy Note 2 კი 700 დოლარი ღირდა. 

მსგავსი სიტუაცია იყო 2013 წელს, თუმცა Samsung Galaxy S4-ის ფასმა შეადგინა 650-დან 750 დოლარამდე მოდიფიკაციების შესაბამისად. 2014 წელს კი მოდელი Galaxy Note Edge ფასით გაუტოლდა  iPhone 6 Plus-ის მაქსიმალურ კონფიგურაციას. ამავე დროს, iPhone 6 კვლავ უფრო ძვირი იყო Galaxy S5-სა და Galaxy Note 4-ზე. 

2015 წელს ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონი იყო Samsung Galaxy S6 Edge, რომლის ტოპ-მოდიფიკაციის ფასი 1000 დოლარს აღემატებოდა. ამავე დროს, იგი იყო ბაზარზე პირველი მოწყობილობა, რომელმაც გადააბიჯა ფსიქოლოგიურ, ათასდოლარიან ნიშნულს, უკი არ  ჩავთვლით სმარტფონების ოქროსა და ბრილიანტის სპეციალურ გამოშვებებს. 

image.png 

2016 წელს ლიდერობა კვლავ Apple-ა დაიბრუნა. iPhone 7 აღმოჩნდა უფრო ძვირი ვიდრე Galaxy S7, iPhone 7 Plus კი - Galaxy S7 Edge-ზე ძვირადღირებული. Galaxy Note 7-ს პრობლემები შეექმნა და სამხრეთკორეული კომპანია იძლებული შეიქნა იგი ბაზრიდან უკან გაეტანა, რის შედეგადაც კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2017 წელს დიდწილად არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც გასულ წელს, უბრალოდ, ფლაგმანებზე ფასები იზრდებოდა. კომპანია Apple-ის სმარტფონები კვლავ უფრო ძვირები იყო Samsung-ისა და Google-ის იდენტურ მოდიფიკაციებთან შედარებით. 

როგოც ვხედავთ, წამყვანი კომპანიების ფლაგმანების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუკი 2015 წელს Samsung-ის ყველაზე ძვირადღირებული ფლაგმანი დაახლოებით 1000 დოლარი ღირდა, ამჟამად ფასი ბევრად დიდია მაღალი წარმადობის მქონე მოდელებზე. 

Apple-ის მოწყობილობებთან დაკავშირებით სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. 2011 წელს მისი ყველაზე ძვირი iPhone-ის ფასი 850 დოლარი იყო. 512 გიგაბაიტიანი მეხსიერების მქონე iPhone Xs Max-ის ფასი ამჟამად აშშ-ში 1400 დოლარზე მეტია, ევროპის ბაზარზე კი იგი 2000 დოლარს აღემატება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.