Jump to content

Samsung Galaxy M30 ოფიციალურად წარსდგა


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა გასულ თვეში დააანონსა ორი საინტერესო მოდელი - Galaxy M10 და Galaxy M20. ვრცელდებოდა ხმები, რომ მათთან ერთად სამხრეთკორეული კომპანია კიდევ ერთ მოწყობილობას წარადგენდა - ეს იყო Samsung Galaxy M30. თუმცა ამ უკანასკნელის პრემიერა მხოლოდ ახლახანს შედგა. 

image.jpeg 

ახალი სმარტფონი იმავე სტილისაა, რაც ამ სერიის ორი „უმცროსი“ მოდელი. ტექნიკური თვალსაზრისით ინჟინრებმა ბევრი რამ ისესხეს Galaxy M20-იდან. მთავარ განსხვავებას წარმოადგენს სამი ძირითადი კამერა, რომელმაც ორმოდულიანი სისტემა ჩაანაცვლა და განთავსდა უკანა პანელის ზედა მარცხენა კუთხეში. უკანა პანელზევეა დაქტილოსკოპიური სკანერიც. 

image.png 

თითქმის მთლიანი ფრონტალური ნაწილი Infinity-U დისპლეის უკავია. ქვედა მხარეს სმარტფონს შედარებით მსხვილი კიდე აქვს (ე.წ. ღაბაბი), ზედა ნაწილში კი - წვეთის ფორმის ჭრილი, რომელშიც სელფი-კამერაა განთავსებული. დისპლეის დიაგონალი შეადგენს 6,4 დუიმს. აღსანიშნავია, რომ Samsung Galaxy M30 სმარტფონში გამოყენებულია OLED პანელი და არა LCD – უმცროსი მოდელებისგან განსხვავებით. ეკრანის გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. 

აპარატული პლატფორმა ნასესხებია Galaxy M20-ისგან. საფირმო პროცესორი Exynos 7904 დამზადებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გრაფიკის რენდერინგით დაკავებულია ამაჩქარებელი Mali-G71 MP2. პროცესორის ბირთვები - Kryo 260 Gold და Kryo 260 Silver აწყობილია ARM Cortex-ის ბაზაზე, მათი ტაქტის სიხშირეებია 1,8 და 1,6 გჰც, შესაბამისად,  

Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია 4/64 გბ კონფიგურაციაშიც, თუმცა Galaxy M20-ისგან განსხვავებით იგი საბაზისო მოდიფიკაციას წარმოადგენს. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელი წარმოდგენილია LPDDR4x ტიპის 6 გბ ოპერატიული და eMMC 5.1 ტიპის 128 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. გათვალისწინებულია სლოტი 512 გიგაბაიტიანი microSD ფორმატის მეხსიერების ბარათისთვის. 

image.png 

ძირითად კამერას აქვს 13+5+5 მეგაპიქსელიანი მოდულები. ფრონტალური კამერის გაფართოება არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, იგი Samsung Galaxy M20-ის მსგავსად 8 მეგაპიქსელიანია. 

image.png 

ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. მწარმოებლის თქმით, უზრუნველყოფილია 105 საათამდე მუსიკის მოსმენა, 25 საათი ვიდეოს ყურება ან 31 საათი საუბარი ერთ დატენვაზე. გათვალისწინებულია 15 ვატიანი სწრაფი დატენვაც USB Type-C პორტის მეშვეობით. სმარტფონის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია Dolby Atmos-ისა დაWidevine L1-ის მხარდაჭერა, სისქე - 8,5 მმ, სახის ამომცნობი ტექნოლოგია Face Unlock, ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie და SAR-ის მაჩვენებელი - 0.409 ვტ/კგ. (გამოსხივების დონე). 

Samsung Galaxy M30 ხელმისაწვდომია შავ და ლურჯ ვარიანტებად. მისი გაყიდვა 7 მარტიდან დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.