Jump to content

2020 წელს Apple Watch-ს დაემატება ძილის მონიტორინგის ფუნქცია


Magdalena

Recommended Posts

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Apple ამჟამად დაკავებულია ძილის გამოკვლევის ფუნქციაზე მუშაობით, რომელიც გამოყენებული იქნება Apple Watch სმარტ-საათებში. 

image.jpeg 

სიახლის შსახებ Bloomberg-მა დაადასტურა და განაცხადა, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქცია დაკავშირებული იქნება ახალ აღჭურვილობასთან და არა watchOS-ის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.  

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ Apple-ის თანამშრომლები ახალი ფუნქციის ტესტირებას უკვე რამოდენიმე თვე ახდენენ კომპანიის კამპუსში, რათა გაფართოებული ფუნქციონალურობის მქონე სმარტ-საათები უკვე მომავალ წელს გამოუშვან. 

image.jpeg 

Apple, როგორც წესი, სმარტ-საათების ახალ ვერსიებს შემოდგომაზე უშვებს ხოლმე. ამ დროისთვის Apple Watch-ს არ აქვს ინტეგრირებული ძლის მონიტორინგის ფუნქცია. თუმცა სმარტ-საათებისთვის განკუთვნილი აპლიკაცები, მათ შორის AutoSleep-, საკმაოდ კარგად ფუნქციონირებენ და საშუალებას იძლევიან მონაცემები სინქრონიზდეს აპლიკაცია Health-თან iPhone-ზე.  

Bloomberg-ი წერს, რომ ძილის მონიტორინგის ფუნქციის დამატებას დასჭირდება ავტონომიური მუშაობის დიდი ხანგრძლივობა, რადგანაც მომხმარებლების უმეტესობა მოწყობილობას ღამით ტენის. ალტერნატივად შესაძლოა შემოთავაზებულ იქნას ნაკლები ენერგიის საჭიროების მქონე მოწყობილობა და გადასვლა უფრო სწრაფი დატენვის რეჟიმზე Qi სტანდარტის შესაბამისად, რომლის გამოყენებაც დილაობითაც არის შესაძებელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.