Jump to content

YouTube კონსპირატორების წინააღმდეგ: გამორთულია მონეტიზაცია ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ვიდეოებზე


Recommended Posts

ვიდეოჰოსტინგი YouTube ებრძვის „სახიფათო და მავნებელი“ მასალების გავრცელებას, ამისათვის წაშალა მონეტიზაცია ვიდეორგოლებზე, რომლებშიც ასხულია ნებისმიერი ფორმით მოწოდება ვაქცინების წინააღმდეგ. გამომცემლობა BuzzFeed News-მა განაცხადა წაშლის შესახებ მას შემდეგ, რაც დაუკავშირდა შვიდ კომპანიას, რომლებმაც არ იცოდნენ  რომ წაიშალა მონეტიზაცია იმ ანტი-ვაქცინაციის ვიდეოებზე, სადაც მათი რეკლამები იყო დადებული. ეს ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც YouTube ებრძვის შეთქმულების თეორიის მონაწილეებსა და არასასურველი მასალების პლატფორმაზე განთავსებას.  

image.jpeg 

დემონეტიზირებული იქნა მთელი რიგი ჩანაწერები, მათ შორისაა ატი-ვაქცინაციური არხები LarryCook333 და VAXXED TV, აგრეთვე ალტერნატიული მედიცინის არხი iHealthTube. ამ სამ ექაუნთს ჯამში დაახლოებით 473 ათასი გამომწერი ჰყავს. 

 „ჩვენ მკაცრი წესები გვაქვს, რომლებიც განსაზღვრავს რა ვიდეომატერიალს ვრთავთ ნებას - გააკეთოს რეკლამა: ამ წესებს არღვევს ვიდეორგოლები, სადაც რეკლამირებული ანტი-ვაქცინაცია“ - განაცხადა YouTube-ის წარმომადგენელმა. სერვისმა უკვე დაიწყო Wikipedia-დან სტატიების გამოტანა რამოდენიმე საკითხზე საპასუხოდ, რითაც ცდილობს ხელი შეუშალოს ანტისამეცნიერო დეზინფორმაციის გავრცელებას. 

ერთ-ერთმა კომპანიამ, ვიტამინების გამყიდველმა Vitacost-მა, რომელსაც BuzzFeed-ი დაუკავშირდა,  განაცხადა, რომ მან უკვე თვითონ წაშალა პლატფორმიდან რეკლამა მკაცრი პოლიტიკის გამო. გასულ თვეში YouTube-მა განაცხადა, რომ გეგმავს წვდომის შეზღუდვას შეთქმულების თეორიის ვიდეოებზე იმის გამო, რომ რეკომენდაციის ალგორითმი მომხმარებლებს უბიძგებს ექსტრემიზმითა და ზოგადად „სახიფათო გზებით“ დაინტერესებისკენ. მაგალითად, მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოცდაათივე ადამიანს, ვისაც ბრტყელი დედამიწის თეორიის სჯერა, YouTube სთავაზობდა მსგავსი კონტენტის შემცველი ვიდეობის ნახვის შემდეგ სხვა ტიპის კონსპირაციულ ვიდეოებსაც. 

image.jpeg 

YouTube რთულად არჩევს „მავნე“ დეზინფორმაციას გასართობი გადაცემებისგან, თუმცა ატი-ვაქცინაციური პროპაგანდა რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, Adam Schiff-მა მცირე ხნის წინ წერილი გაუგზავნა Facebook-სა და Google-ს, რომელშიც გამოხატავდა შეშფოთებას დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. და როგორც ცნობილი ხდება, Facebook-იც უკვე სწავლობს შესაძლებლობებს - ებრძოლოს ამგვარი კონტენტის გავრცელებას. თავის დროზე Pinterest-მა უბრალოდ შეწყვიტა ხსენებულ თემაზე მოძიებული შედეგების მიწოდება მომხმარებლებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.