Jump to content

მარტში NVIDIA გამოუშვებს ვიდეო ბარათს GeForce GTX 1650 – Turing 179 დოლარად


Recommended Posts

უახლოეს პერიოდში NVIDIA მნიშვნელოვნად გააფართოვებს საშუალო ფასის სეგმენტის Turing-ის თაობის გრაფიკული ბარათების სერიას. GeForce GTX 1660 Ti ბარათის შემდეგ მარტის დასაწყისში კომპანია გამოშვებს GeForce GTX 1660-ს, მარტის ბოლოს კი დაანონსდება უფრო ხელმისაწვდომი გრაფიკული ბარათი  GTX 1650, რომლის ფასიც 200 დოლარს ქვემოთ იქნება. ეს სამი ვიდეო ბარათი მიეკუთვნება GTX-სერიას, ასე რომ მათგან არ უნდა ველოდოთ Ray-Tracing-ის აპარატულ მხარდაჭერას. 

image.png 

უკანასკნელი კვარტალური ანგარიშის გაკეთების დროს Jensen Huang-მა განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების გაყიდვები მოსალოდნელზე ცუდად მიმდინარებს მათი მაღალი ფასის გამო. ამჯერად კი როგორც ჩანს NVIDIA-ს სურს აღიდგინოს დანაკლისი და ემზადება ერთი მეორეს მიყოლებით რამოდენიმე, საშუალო ფასის გრაფიკული ბარათების გამოსაშვებად, რომლებიც მომხარებლებს მასიურად დააინტერესებს. მაშ ასე, GeForce GTX 1660 Ti შეფასებულია 279 დოლარად, GeForce GTX 1660 კი - 229 დოლარად. 

გარდა ამისა, Videocardz-ის ინფორმაციით კომპანია არ შემოიფარგლება ამ ორი ბარათით და მარტის ბოლოს გამოუშვებს კიდევ ერთ გრაფიკულ ამაჩქარებელს - GeForce GTX 1650. მისი ფასი 179 დოლარი იქნება და იგი გვევლინება, როგორც  GTX 1050 Ti-ს ჩამნაცვლებელი. 

image.jpeg 

როგორც მოსალოდნელია, GeForce GTX 1650-ს ექნება ისეთივე წარმადობის დონე, როგორც მასზე ღვირადღირებულ GeForce GTX 1060 ბარათს. ამგვარი შეფასება გამომდინარეობს იქიდან, რომ GTX 1650-ში გამოყენებული იქნება 12-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი TU117 (სავარაუდოდ) Turing-ის 896 shader-ბლოკით. ასევე, GPU-ის საბაზისო სიხშირე უნდა შეადგენდეს 1485 მეგაჰერცს. ამ ჩიპზე დაფუძნებული ვიდეო ბარათები დაკომპლექტდება 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128-ბიტიანი bus-ით. 

 

 

GeForce GTX 1650 

GeForce GTX 1660 

GeForce GTX 1660 Ti 

GeForce RTX 2060 

GPU 

12nm FF TU117 

12nm FF TU116 

12nm FF TU116 

12nm FF TU106 

CUDA-ბირთვი 

896? 

1280 

1536 

1920 

მეხსიერების მოცულობა 

4 გბ GDDR5 

6 გბ/3 გბ GDDR5 

6 გბ GDDR6 

6გბ GDDR6 

Bus-მეხსიერება 

128-ბიტი 

192-ბიტი 

192-ბიტი 

192-ბიტი 

ფასი 

179 $ 

229 $ 

279 $ 

349 $ 

ანონსის თარიღი 

მარტის ბოლო 

მარტის დასაწყისი 

22 თებერვალი 

7იანვარი 

 

უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც GeForce GTX 1650 გაიყიდება Pascal-ის თაობის ვიდეო ბარათ GeForce GTX 1050-ზე ძვირად, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გამოჩნდეს GeForce GTX 1640. თუმცა ამის შესახებ ამჟამად არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. 

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ნუ 280$ ყველაზე მძლავრი ვერსია უკვე გამოვიდა და GTX1070 ანალოგია ოღონდ 6გბ უფრო სწრაფი VRAM-ითაა ეგ ახალი, უფრო იაფიანები მაქსიმუმ 10606გბ ვერსიას აჯობებს ალბათ, 180$ კი წესით 1060 3გბ კონკურენტი იქნება

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.