Magdalena Posted February 23, 2019 Share Posted February 23, 2019 უახლოეს პერიოდში NVIDIA მნიშვნელოვნად გააფართოვებს საშუალო ფასის სეგმენტის Turing-ის თაობის გრაფიკული ბარათების სერიას. GeForce GTX 1660 Ti ბარათის შემდეგ მარტის დასაწყისში კომპანია გამოუშვებს GeForce GTX 1660-ს, მარტის ბოლოს კი დაანონსდება უფრო ხელმისაწვდომი გრაფიკული ბარათი GTX 1650, რომლის ფასიც 200 დოლარს ქვემოთ იქნება. ეს სამი ვიდეო ბარათი მიეკუთვნება GTX-სერიას, ასე რომ მათგან არ უნდა ველოდოთ Ray-Tracing-ის აპარატულ მხარდაჭერას. უკანასკნელი კვარტალური ანგარიშის გაკეთების დროს Jensen Huang-მა განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათების გაყიდვები მოსალოდნელზე ცუდად მიმდინარებს მათი მაღალი ფასის გამო. ამჯერად კი როგორც ჩანს NVIDIA-ს სურს აღიდგინოს დანაკლისი და ემზადება ერთი მეორეს მიყოლებით რამოდენიმე, საშუალო ფასის გრაფიკული ბარათების გამოსაშვებად, რომლებიც მომხარებლებს მასიურად დააინტერესებს. მაშ ასე, GeForce GTX 1660 Ti შეფასებულია 279 დოლარად, GeForce GTX 1660 კი - 229 დოლარად. გარდა ამისა, Videocardz-ის ინფორმაციით კომპანია არ შემოიფარგლება ამ ორი ბარათით და მარტის ბოლოს გამოუშვებს კიდევ ერთ გრაფიკულ ამაჩქარებელს - GeForce GTX 1650. მისი ფასი 179 დოლარი იქნება და იგი გვევლინება, როგორც GTX 1050 Ti-ს ჩამნაცვლებელი. როგორც მოსალოდნელია, GeForce GTX 1650-ს ექნება ისეთივე წარმადობის დონე, როგორც მასზე ღვირადღირებულ GeForce GTX 1060 ბარათს. ამგვარი შეფასება გამომდინარეობს იქიდან, რომ GTX 1650-ში გამოყენებული იქნება 12-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი TU117 (სავარაუდოდ) Turing-ის 896 shader-ბლოკით. ასევე, GPU-ის საბაზისო სიხშირე უნდა შეადგენდეს 1485 მეგაჰერცს. ამ ჩიპზე დაფუძნებული ვიდეო ბარათები დაკომპლექტდება 4 გიგაბაიტიანი GDDR5 მეხსიერებითა და 128-ბიტიანი bus-ით. GeForce GTX 1650 GeForce GTX 1660 GeForce GTX 1660 Ti GeForce RTX 2060 GPU 12nm FF TU117 12nm FF TU116 12nm FF TU116 12nm FF TU106 CUDA-ბირთვი 896? 1280 1536 1920 მეხსიერების მოცულობა 4 გბ GDDR5 6 გბ/3 გბ GDDR5 6 გბ GDDR6 6გბ GDDR6 Bus-მეხსიერება 128-ბიტი 192-ბიტი 192-ბიტი 192-ბიტი ფასი 179 $ 229 $ 279 $ 349 $ ანონსის თარიღი მარტის ბოლო მარტის დასაწყისი 22 თებერვალი 7იანვარი უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც GeForce GTX 1650 გაიყიდება Pascal-ის თაობის ვიდეო ბარათ GeForce GTX 1050-ზე ძვირად, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ გამოჩნდეს GeForce GTX 1640. თუმცა ამის შესახებ ამჟამად არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. https://3dnews.ru/983169 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted March 13, 2019 Share Posted March 13, 2019 ეს რა დასეხელებაა და რა კატეგორიაში გადის ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted March 13, 2019 Share Posted March 13, 2019 ნუ 280$ ყველაზე მძლავრი ვერსია უკვე გამოვიდა და GTX1070 ანალოგია ოღონდ 6გბ უფრო სწრაფი VRAM-ითაა ეგ ახალი, უფრო იაფიანები მაქსიმუმ 10606გბ ვერსიას აჯობებს ალბათ, 180$ კი წესით 1060 3გბ კონკურენტი იქნება 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.