Magdalena

სფეროსმაგვარი დისპლეი, რომელიც ახდენს ახალი სახის ვირტუალური რეალობის დემონსტრირებას

Recommended Posts

ამ დროისთვის ვირტუალურ რეალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ითვლება სპეციალური სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც - მაგალითად, გამოსახულების პროეცირება პირდაპირ თვალის ბადურაზე ან მოცულობითი გამოსახულების შემქმნელი დისპლეების გამოყენება. უკანასკნელი მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც საჭიროა ამგვარ ეკრანებს მხოლოდ განსაზღვრული კუთხიდან უყუროთ. კანადელმა მკვლევარებმა მოაგვარეს ეს ნაკლოვანება - მათ შექმნეს სფეროსმაგვარი დისპლეი 360-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. 

image.jpeg 

ბროლის ბურთის - “Crystal”-ის დიამრი 60 სანტიმეტრია. სფეროსებრი გამოსახულების შექმნისთვის გამოყენებულია ოთხი პროექტორი. პროეცირებული გამოსახულების ყურება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია მსუბუქი სათვალეების მეშვეობით - თითოეული სათვალე სხვადასხვა გამოსახულებას უჩვენებს. მომხმარბლებს შეუძლიათ იარონ სფეროს ირგვლივ და სხვადახვა რაკურსიდან იხილონ გამოსახულებები: სათვალე მუდმივად განსაზღვრავს მათი სხეულის ადგილმდებარეობას სფეროსებრ დისპლეისთან მიმართებაში. 

ითვლება, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მრავალპერსონაჟიან თამაშებში, 3D-მოდელირებასა და ვიდეოკონფერენციებში.  

image.jpeg 

სფეროს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ამგვარი სფეროს გამოშვებით მათ არ სურთ კონკურენცია გაუწიონ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. მათი ტექნოლოგია ვერ შეძლებს VR-ის ჩანაცვლებას და იგი საინტერესო იქნება მხოლოდ გარკვეული ამოცანების შესრულებისას - მაგალითად, ასეთებია ზემოთხსენებული ვიდეოკონფერენციები და 3D-ობიექტების შექმნაზე ერთობლივი სამუშაო პროცესი. 

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now