Jump to content

RTX 2080 Ti ArcticStorm - უნიკალური ვიდეობარათი კომპანია ZOTAC-ისგან


Recommended Posts

კომპანია ZOTAC-მა განაცხადა, რომ უშვებს ვიდეობარათს საფირმო წყლით გაგრილების სისტემით - ArcticStorm. კომპანია თავის პროდუქტს ახასიათებს საუკეთესო გადაწყვეტილებად რეალური და ვირტუალური სამყაროსთვის: RTX 2080 Ti ბარათის საუკეთესო ვერსია რეალურ სამყაროში საუკეთესო ვირტუალური შთაბეჭდილებების მისაღებად. გაგრილების უნიკალური სისტემის გარდა ახალი ბარათის ღირსებად მიიჩნევა 16+4 პინიანი გაძლიერებული კვების ქვესისტემა. 

image.png 

წყლის ბლოკის უნიკალური დიზაინი შემუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელშიც ლაზერული გრავირებაა გამოყენებული. გამჭვირვალე აკრილის ბლოკზე გამოსახული გრავირებული გამოსახულებები საშუალებას იძლევა აირეკლოს სინათლე და ანარეკლები მთელ ფართობზე გავრცელდეს. შედეგად ფორმირებულია სისტემის ელეგანტური დიზაინი. 

სინქრონიზებადი განათება შექმნილია SPECTRA 2.0 ტექნოლოგიით, მასში გამოყენებულია მძლავრი RGB განათებები, რომლებიც იმართება უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის - FireStorm-ის მეშვეობით. სიმკვეთრისა და განათების რეჟიმების რეგულირება შესაძებელია დამოუკიდებლად ორ სხვადასხვა ზონაში, აგრეთვე შესაძლებელია მათი მუშაობის ერთად სინქრონიზება. განათების სისტემა აღჭურვილია ინტეგრირებული მეხსიერებით პარამეტრების შესანახად. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათში გამოყენებული სისტემა POWER BOOST -  სპეციალური ჩიპი (როგორც მას უწოდებს მწარმოებელი აღწერაში), რომელიც განკუთვნილია კვების ქვესისტემის მუშაობის სტაბილურობის ამაღლებისთვის.  

image.jpeg 

წყლის ბლოკის კონსტრუქციაში გამოყენებულია სპილენძის მონიკელებული გამაგრილებელი ბლოკი 0.3 მილიმეტრიანი მიკროარხებით მაღალი სიზუსტით დამუშავებისთვის.  

ბარათის სიგრძე 295 მილიმეტრს შეადგენს, პორტების ნაკრებიდან აღსანიშნავია სამი DisplayPort, HDMI და USB-C პორტი. 

image.jpeg 

ZOTAC GAMING GeForce RTX 2080 Ti ArcticStorm ბარათი აწყობილია ფლაგმანურ GPU-სთან - NVIDIA TU102-300 (4352 CUDA-ბირთვი) კავშირში, აქვს 11 გბ GDDR6-მეხსიერება.  

წყლის ბლოკი მთლიანად ფარავს PCB-დაფის წინა მხარეს და აგრილებს არა მხოლოდ გრაფიკულ პროცესორს, არამედ მეხსიერების მიკროსქემას და 16+4 ფაზიან VRM ზონას. უფრო მეტად ეფექტური მუშაობისთვის გამოყენებულია ტექნოლოგია Direct Copper Contact. 

სიჩქარის მაჩვენებლებს რაც შეეხება, იგი ეტალონური სიხშირეების შესაბამისია: 1350 / 1545 მჰც GPU-ის სიხშირე და 14 000 მჰც - მეხსიერების. ბარათი ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

  • Like 1
  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

კარგია, მაგრამ უნიკალური ცოტა ხმამაღალი ნათქვამია

ფასს რომ დაადებენ ის კი ნამდვილად იქნება უნიკალური :D 

Link to comment
Share on other sites

უბრალოთ აზრს ვერ ვხედავ ეგეთი ძვირიანი მოდელების ყიდვის, მარტო ხმა თუ გაწუხებს რეალურათ მაშინ უნდა იყიდო, რახან გაგრილება 2-3 ვენტილატორიანებსაც ასატანზე უკეთესი აქვს და არაფერი მოუვა კარტას ეგეთი გაგრილებითაც რაზგონზეც კი, ნუ ჯერ 2-3 ვენტილატორიანს რა ფასი ადევს და მერე მაგ მოდელს, დაახლოებით ეგეთივე პონტია 8700K მაგივრათ 9900K როცა იღებ ჩისტა გეიმინგისთვის, ნუ წყლის გაგრილება კიდე მესმის პროცესორზე ჰაერის კულერის მაგივრათ, მანდ სხვაობა 100$ არ გამოდის ხოლმე ხშირათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.